Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სემეკი ინტერნეტთაღლითობის შესახებ აფრთხილებს მოქალაქეებს


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ შესაძლოა ინტერნეტთაღლითებისგან ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან წყლის კომპანიების სახელით მიიღონ სმს-ი.

"შეტყობინებაში მითითებული ბმულის საშუალებით კომუნალური გადასახადების გადახდისას, გადახდილი თანხის 50%-ის უკან დაბრუნების (Cashback) შესახებ.

[ეს] შეთავაზება, შესაძლოა, წარმოადგენდეს ინტერნეტ თაღლითობას და მოუწოდებს, მსგავსი სმს შეტყობინების მიღებისას არ ისარგებლონ მითითებული ბმულით და არ შეიყვანონ სააბონენტო თუ პირადი მონაცემები.

კომუნალური მომსახურების (ელექტროენერგის, ბუნებრივი გაზი, წყალი) კომპანიებთან რაიმე ტიპის შეღავათთან დაკავშირებით შეთანხმება ან კომუნიკაცია არ განხორციელებულა" - ნათქვამია სემეკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინტერნეტთაღლითობასთან დაკავშირებით, მარეგულირებლის ცნობით, მიმდინარეობს მოკვლევაც.

XS
SM
MD
LG