ჩინეთის წარმომადგენლებმა, რომლებიც „დიდი ოცეულის“ (G-20) სამიტის საბოლოო კომუნიკეს გარშემო მოლაპარაკებაში მონაწილეობენ, უკრაინაში ომის მიმართ თავიანთი ნეიტრალური პოზიცია შეცვალეს უფრო პროუკრაინულით.
სააგენტო Bloomberg-ს ამის შესახებ აცნობა საფრანგეთის მაღალი რანგის მოხელემ, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
„ჩინეთის ნეიტრალური პოზიცია მოსკოვს ადრე ხელს აძლევდა. მაგრამ პეკინმა უკრაინის მიმართ უფრო რბილი პოზიცია დაიკავა შარშანდელთან შედარებით,“ - განაცხადა ფრანგმა მოხელემ.
სააგენტო წერს, რომ ეს მნიშვნელოვანია დასავლეთის ქვეყნების პოზიციის გათვალისწინებით, რომლებიც მოუწოდებდნენ ჩინეთს, ზეწოლა მოეხდინა რუსეთზე, რათა შეწყვიტოს ომი.
ფრანგი მოხელის თანახმად, G-20-ის წევრი ქვენები შეთანხმდნენ უკრაინაში ომის მიმართ საერთო ენაზე.
Bloomberg-ი იქვე აღნიშნავს, რომ ამ დროს, ინდოეთი, რომელიც ახლანდელ სამიტს მასპინძლობს, უარს ამბობს დაგმოს უკრაინაში რუსეთის შეჭრა.
„დიდი ოცეულის სამიტი ნიუ-დელიში იმართება 9-10 სექტემბერს. უკრაინა სამიტის მონაწილეთა სიაში არ მოხვდა. სამიტზე რუსეთს წარმოადგენს საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი.
დაწერეთ კომენტარი