Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წლის განმავლობაში რუსეთში მეხუთედით შემცირდა იმპორტირებული მედიკამენტები


ილუსტრირებული ფოტო
ილუსტრირებული ფოტო

წლის დასაწყისიდან რუსულ აფთიაქებში 20 პროცენტით შემცირდა იმპორტირებული მედიკამენტების ასორტიმენტი და გასულ წელთან შედარებით თითქმის რვა ათასი პოზიცია 2023 წელს 6,5 ათასამდე შემცირდა. ამის შესახებ იტყობინება საინფორმაციო პორტალი „ერ-ბე-კა“ ანალიტიკურ კომპანია DSM Group-ზე დაყრდნობით.

უცხოური წარმოების მედიკამენტების ასორტიმენტის შემცირების ტენდენცია გამოცემას ბაზრის წარმომადგენლებმაც დაუდასტურეს.

კატეგორიებს შორის, სადაც ყველაზე დიდი შემცირება შეინიშნება, არის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო პრეპარატები (ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი რუსეთში) და ანტიდეპრესანტები.


იმპორტირებული მედიკამენტების ასორტიმენტის შემცირების ტენდენცია რუსეთში მინიმუმ 2020 წლიდან შეინიშნება. "ერბეკას" მიერ გამოკითხული ექსპერტების აზრით, ეს გამოწვეულია იმით, რომ რუსულ ბაზარზე უცხოური წამლების უფრო და უფრო მეტი ადგილობრივი წარმოების ანალოგი ჩნდება, რომელთა ფასი უფრო დაბალია.

უკრაინაში რუსული ჯარების სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ბევრმა საერთაშორისო ფარმაცევტულმა კომპანიამ გამოაცხადა რუსეთში კლინიკური კვლევების შეჩერება, მაგრამ, როგორც RBC-მ აღნიშნა, ამ მიზეზით თითქმის არცერთმა მათგანმა სრულად არ გაუტანია მედიკამენტები რუსული ბაზრიდან. მაგრამ სანქციების გამო ლოგისტიკის გაძვირებამ გავლენა მოახდინა იმპორტირებული მედიკამენტების ღირებულებაზე.

XS
SM
MD
LG