Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაიზარდა კრივოი როგზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაშავებულ მოქალაქეთა რიცხვი


რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად განადგურებული შენობა კრივოი როგში
რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად განადგურებული შენობა კრივოი როგში

უკრაინის ქალაქ კრივოი როგზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზარალებულთა რაოდენობა 52 ადამიანამდე გაიზარდა. AP-ის თანახმად, სამაშველო სამსახური იტყობინება ასევე ერთი პოლიციელის სიკვდილის შესახებ.


პარასკევს ზელენსკის მშობლიურ ქალაქ კრივოი როგზე თავდასხმის შედეგად ათი შენობა დაზიანდა. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იჰორ კლიმენკოს განცხადებით, ნანგრევებიდან ამოყვანილი სამი ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია. კლიმენკოს მიერ Telegram-ზე გამოქვეყნებულ ფოტოებზე ნაჩვენებია შენობა, რომელიც დაიწვა, დამწვარი ხეები და სასწრაფო დახმარების სამსახურების საქმიანობა, როგორ გადაჰყავთ დაშავებულები.

სამი ადამიანი ასევე დაიღუპა პარასკევს მას შემდეგ, რაც რუსეთის არმიის მიერ ჩამოგდებული ბომბი აფეთქდა სამხრეთ უკრაინის ხერსონის ოლქის სოფელ ოდრადოკამიანკაში, თქვა კლიმენკომ.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 8 სექტემბერს რუსეთის რაკეტა მოხვდა ადმინისტრაციულ შენობას, სადაც სხვადასხვა სამსახურის ოფისები მდებარეობს. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, დაღუპულ პოლიციელთა ერთად დაშავდა საგანგებო სიტუაციების სამსახურის 9 თანამშრომელი, რომელთაგან 3-ის მდგომარეობა მძიმეა.

აფეთქების ტალღამ დააზიანა ახლომდებარე შენობები. სარაკეტო დარტყმის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

XS
SM
MD
LG