Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: იარაღის ნელი მიწოდება კონტრშეტევას ზიანს აყენებს


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი. 6 სექტემბერი, 2023 წელი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი. 6 სექტემბერი, 2023 წელი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დასავლეთის ქვეყნებიდან იარაღის „ნელი“ მიწოდება კონტრშეტევას ემუქრება.
ის მოწოდებით გამოდის, მოსკოვს დამატებითი სანქციები დაუწესონ.
„ყველა პროცესი უფრო რთულდება და ნელდება - სანქციებიდან იარაღის მიწოდებამდე“, - თქვა ზელენსკიმ 8 სექტემბერს საღამოს გამოსვლაში.
„რაც მეტი დრო დასჭირდება მოწოდებას, მით უფრო მეტი ადამიანი დაიტანჯება“, - გაფრთხილება გამოთქვა ზელენსკიმ და მოუწოდა უკრაინის მოკავშირეებს, მიაწოდონ მას უფრო მძლავრი და შორი მოქმედების იარაღი რუსეთის არმიის უკან დასახევად. „რაც უფრო ძლიერი და შორ მანძილზე მოქმედია ის, მით უფრო სწრაფია კონტრშეტევა“, - თქვა მან.
უკრაინამ სამხრეთსა და აღმოსავლეთში კონტრშეტევა წამოიწყო ივნისში, მაგრამ მიღწეულია შეზღუდული წინსვლა, რადგან მისი ჯარი ძლიერად გამაგრებულ რუსულ თავდაცვით ზოლს აწყდება.
ზელენსკი და უკრაინელი ოფიციალური პირები ხშირად უარყოფენ კრიტიკას იმის თაობაზე, რომ კონტრშეტევა ძალიან ნელია.
8 სექტემბერს მან თქვა, როდესაც პარტნიორები კონტრშეტევის შესახებ მეკითხებიან, „ჩემი პასუხია, რომ დღეს ჩვენი ნაბიჯები ალბათ უფრო სწრაფია, ვიდრე ახალი სანქციების პაკეტებიო“.
XS
SM
MD
LG