Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაროკოში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 800-ზე მეტი ადამიანია დაღუპული


მაროკო
მაროკო

ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე მაროკოს სამეფოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა 8 სექტემბერს ადგილობრივი დროით 23:11 საათზე. BBC-ის ინფორმაციით, 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას სულ მცირე 820 ადამიანი ემსხვერპლა.

მაროკოში დანგრეულია შენობები და საცხოვრებელი სახლები. დაშავებულია 600-ზე მეტი ადამიანი.

მოსახლეობის ნაწილმა ღამე ქუჩაში გაატარა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ მიწისძვრის შედეგად დაშავებულები და დაღუპულები არიან პროვინციებსა და მუნიციპალიტეტებში. მიწისძვრის დროს დაზიანებული ქალაქების ჩამონათვალშია მარაქეში და სამხრეთით მდებარე რამდენიმე რაიონი.

დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.

XS
SM
MD
LG