Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ღარიბაშვილი აშშ-ში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გენერალური დებატების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 78-ე სესია 19 - 25 სექტემბერს ნიუ–იორკში გაიმართება.

გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის განცხადებით, ასამბლეის მთავარი განსახილველი საკითხები იქნება მდგრადი განვითარების მიზნები, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა, ინვესტიციების და დაფინანსების პრობლემები, ჯანმრთელობის გამოწვევები და კონფლიქტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

XS
SM
MD
LG