Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთს 7 სამხედრო ხომალდი ჰყავს შავ ზღვაში


რუსული ხომალდები სევასტოპოლის ყურეში
რუსული ხომალდები სევასტოპოლის ყურეში

უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთს შავ ზღვაში საბრძოლო მორიგეობის რეჟიმში ჰყავს შვიდი გემი, რომელთა შორის არცერთი არაა რაკეტმზიდი.

გარდა ამისა, რუსეთს აზოვის ზღვაში ასევე ჰყავს 4 გემი, ხოლო კიდევ ერთი - ხმელთაშუა ზღვაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთის ფედერაციის ინტერესებიდან გამომდინარე, ქერჩ-იენიკალსკის სრუტეზე გაიარა აზოვის ზღვისკენ მიმავალმა 20 გემმა, რომელთაგან 4 ბოსფორის სრუტიდან მოძრაობდა, ასევე 20 ხომალდი მიემართებოდა შავი ზღვისკენ, მხოლოდ ხუთმა განაგრძო მოძრაობა ბოსფორის სრუტის მიმართულებით.

სევასტოპოლში, 13 სექტემბრის ღამეს, გაისმა ძლიერი აფეთქებების სერია, ხმებს თან ახლდა ძლიერი ნათება და კვამლი. დაფიქსირდა ხანძრის სამი ეპიცენტრი, რომლებიც განლაგებულია სევასტოპოლის საზღვაო ქარხნის ტერიტორიაზე: ორი სამხრეთ და ერთი კორაბელნაიას ყურეში. ეს მონაცემები დასტურდება სატელიტური სურათებით, რომლებიც firms.modaps.eosdis.nasa.gov-მა გამოაქვეყნა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დარტყმა განხორციელდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ, სავარაუდოდ, 10 ფრთოსანი რაკეტითა და უპილოტო კატარღით. დეპარტამენტმა ასევე დაადასტურა ორი რუსული ხომალდის დაზიანება. რუსეთის ხელისუფლება სევასტოპოლში 24 დაშავებულის შესახებ იტყობინებოდა.

უკრაინის დაზვერვამ განაცხადა, რომ დაზიანდა დიდი სადესანტო გემი და რუსული წყალქვეშა ნავი და რომ რუსები, დიდი ალბათობით, ვერ შეძლებენ ამ გემების აღდგენას.

რუსული მედია, კერძოდ, ტელეგრამ-არხი Baza წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სევასტოპოლზე თავდასხმის შედეგად დაზიანდა სადესანტო გემი „მინსკი“ და წყალქვეშა ნავი „დონის როსტოვი“.

XS
SM
MD
LG