Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოს პრემიერი ევროკავშირის წარმომადგენელს ადანაშაულებს სერბეთის სასარგებლოდ მიკერძოებულობაში


ალბინ კურტი, კოსოვოს პრემიერ-მინისტრი
ალბინ კურტი, კოსოვოს პრემიერ-მინისტრი

კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ალბინ კურტი პრიშტინასა და ბელგრადს შორის დიალოგში ევროკავშირის წარმომადგენელს, მიროსლავ ლაიჩაკს, კოსოვოს საწინააღმდეგო პოზიციის დაკავებაში ადანაშაულებს.

კურტი ამ განცხადებით გამოვიდა 18 სექტემბერს, რამდენიმე დღით ადრე კი ბრიუსელში ჩაიშალა მოლაპარაკება, რის მიზეზადაც ევროკავშირმა დაასახელა შეთანხმების შესრულების ნების არგამოვლენა პრიშტინის მხრიდან.

კურტის თქმით, ლაიჩაკი სერბეთის პრეზიდენტთან, ალექსანდარ ვუჩიჩთან შეთანხმებით მასზე ზეწოლას ახორციელებს, რათა მხოლოდ ერთი ნაწილი შესრულდეს წელს გაფორმებული შეთანხმებისა, რომელმაც კოსოვოსა და სერბეთს შორის კავშირები უნდა გააუმჯობესოს.

"14 სექტემბერს შუამავალმა აშკარად დაიკავა კოსოვოს საწინააღმდეგო პოზიცია... ისინი წარმატებით ესხმიან თავს კოსოვოს მომავალს". - განაცხადა კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა პრიშტინაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

XS
SM
MD
LG