Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა გაზრდილია


საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის არმიის ტანკი და სამხედროები დონეცკის ოლქში
საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის არმიის ტანკი და სამხედროები დონეცკის ოლქში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემების მიხედვით, საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა გაზრდილია. გენშტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან 57 საბრძოლო შეტაკება მოხდა. სექტემბერსა და ოქტომბრის პირველ დღეებში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 20-დან დან 40-მდე მერყეობდა. 4 ოქტომბერს უკრაინის გენერალური შტაბი იუწყებოდა 24 საათში 45 შეტაკების შესახებ.

უკრაინის არმიის სარდლობის დღევანდელი მონაცემებით, გასულ 24 საათში თავდაცვის ძალებმა შეტევები მოიგერიეს დონეცკის, ლუგანსკის, ხარკოვის და ზაპოროჟიეს ოლქების ათამდე დასახლებულ პუნქტთან.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, თავდაცვის ძალები შტურმს განაგრძობენ დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის სამხრეთით და ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ მელიტoპოლის მიმართულებით. თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ წარმატება აქვს დონეცკის ოლქის დასახლებული პუნქტების, ლიმანის და კუპიანსკის რაიონებში.

უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 5 სარაკეტო და 60 საავიაციო დარტყმა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით 47-ჯერ დაცხრილეს თავდაცვის ძალების პოზიციები და სამოქალაქო ობიექტები. გენერალური შტაბის ცნობითვე, ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინას შეუტია 29 უპილოტო საფრენი აპარატით, რომელთაგან 24 გაანადგურეს.

საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების ოპერატიულად გადამოწმება ვერ ხერხდება.

XS
SM
MD
LG