2023 წლის ნობელის პრემია ეკონომიკაში გადაეცა ამერიკელ ეკონომისტ კლაუდია გოლდინს, ქალთა შრომის ბაზრის შესახებ კვლევისთვის. ამის შესახებ ნობელის კომიტეტი იუწყება.
გოლდინმა შეისწავლა არქივი, შეაგროვა ამერიკის შრომის ბაზრის 200 წლის მონაცემები იმის საჩვენებლად, თუ როგორ და რატომ შეიცვალა გენდერული განსხვავებები შემოსავლებში და მოსახლეობის დასაქმების მაჩვენებლებში. სხვა საკითხებთან ერთად, მისი კვლევა ხსნის შრომის ბაზარზე არსებული გენდერული განსხვავებულობის მიზეზებს.
გოლდინმა ასევე აჩვენა, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო აბების ხელმისაწვდომობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა შრომის ბაზარზე, მისცა რა ქალებს კარიერის შექმნის მეტი შესაძლებლობა.
- ეკონომიკის სფეროში ალფრედ ნობელის პრემია შვედეთის ცენტრალური ბანკის მიერ დაარსდა, 1968 წელს.
- ნობელის პრემიის ლაურეატები იღებენ ოქროს მედალს, პირად დიპლომს და ფულად პრიზს. წელს ეს არის 11 მილიონი შვედური კრონა, ანუ დაახლოებით 994 ათასი დოლარი. ჯილდო შეიძლება გაიყოს სამ ადამიანზე, ხოლო მშვიდობის პრემია შეიძლება ჯგუფებს მიენიჭოთ.