Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა აცხადებს, რომ რუსულ აეროდრომებს დაარტყა ორ ოკუპირებულ რაიონში


უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასულ ღამით, იერიში მიიტანეს რუსეთის ჯარების აეროდრომებზე ოკუპირებულ ქალაქ ლუგანსკთან და ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ ნაწილში მდებარე ქალაქ ბერდიანსკთან. ამის შესახებ დღეს დილით იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი. მისი ინფორმაციით, რუსულ ვერტმფრენებზე დარტყმები წარმატებული იყო.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, სარაკეტო ჯარებმა გაანადგურეს 2 ვერტმფრენი, საბრძოლო მასალების საწყობი და საარტილერიო საშუალებები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბერდიანსკსა და ლუგანსკთან შეტევების შესახებ არაფერი უთქვამს. ზაპოროჟიეს ოკუპირებული ნაწილის ე.წ. ადმინისტრაციის მთავარი საბჭოს წარმომადგენელმა ვლადიმირ როგოვმა გასულ ღამით ტელეგრამ-არხით გაავრცელა ცნობა, რომ ბერდიანსკში აფეთქებები იყო და წინასწარი მონაცემებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ქალაქის გარეუბანში ერთი რაკეტა ჩამოაგდო.

XS
SM
MD
LG