"დილის საუბრები განათლებაზე": სკოლის ასაკი - ბავშვის ინტერესი უფროსების მოლოდინების პირისპირ
სასკოლო ასაკის გამოწვევები - როგორ ვხვდებით ბავშვების სხვადასხვა ასაკობრივ თავისებურებას? რამდენად ვცდილობთ მათში გარკვევას და ვახერხებთ თუ არა ბავშვის მხარდაჭერასა და გაძლიერებას, მისი "ჩარჩოებში" იძულებით მოქცევის ნაცვლად? - ვსაუბრებთ რუბრიკის სტუმარ - სკოლის ფსიქოლოგ თამარ რევაზიშვილთან ერთად.