Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლატვიის შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს 8,5 წლით პატიმრობა მიესაჯა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის


იანის ადამსონსი
იანის ადამსონსი

რიგაში სასამართლომ რვა-ნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯა სეიმის ყოფილ დეპუტატსა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ იანის ადამსონსს. ის დამნაშავედ ცნეს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში. ამის შესახებ LSM-ი იტყობინება. ამ საქმეში მეორე დამნაშავეა კგბ-ს თანამშრომელი გენადი სილონოვი, რომელსაც შვიდი წლით პატიმრობა მიესაჯა.

არცერთმა ბრალდებულმა არ აღიარა დანაშაული, ისინი განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ.

სასამართლოს თანახმად, ადამსონსი „მიზანმიმართულად აგროვებდა დახურულ ინფორმაციას“ და სილონოვის გზით გადასცემდა ფსბ-ს. საქმე ეხება ინფორმაციას „ლატვიის სახელმწიფო დაწესებულებების, სამართალდამცავი ორგანოებისა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების მუშაობის, ასევე სახელმწიფო თავდაცვის სისტემის შესახებ“. ადამსონსს ასევე ბრალი ედება თაღლითობაში და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვაში.

ადამსონსი 2021 წლის ზაფხულში დააკავეს. მას რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ორმოც ეპიზოდში წაუყენეს ბრალი. დეკემბერში ლატვიის სეიმმა ადამსონსს დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა და გენერალურ პროკურატურას უფლება მისცა, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღეძრა.

საბჭოთა პერიოდში ადამსონსი სამხედრო-საზღვაო ფლოტში მსახურობდა, ის სახალინზე შტაბის უფროსის მოადგილე იყო სადაზვერვო სამუშაოს სფეროში. 1992 წელს ის დაბრუნდა ლატვიაში, სადაც ეკავა სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის მოადგილის, სასაზღვრო სამსახურის მეთაურის, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობები. მონაწილეობდა ლატვიის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანაში. სასამართლომ აღიარა კგბ-სთან მისი კავშირები, მაგრამ ადამსონსმა შეინარჩუნა პარლამენტის დეპუტატის თანამდებობა.

XS
SM
MD
LG