Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საჩივრები არჩევნებზე, დავა საქალაქო სასამართლოში

თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება ოპოზიციური პარტიებისა და საიას გაერთიანებული სარჩელი ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ.

15:42 13.11.2024
ივერი აბაშიძე, მოსამართლე
ივერი აბაშიძე, მოსამართლე

შუამდგომლობების განხილვა დასრულდა. მოსამართლემ ივერი აბაშიძემ მოსარჩელეების არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

საქმე ახსნა-განმარტების ეტაპზე გადავიდა.

პროცესზე სიტყვა მიეცა "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელს, რომელიც ფარულობის დარღვევაზე საუბრობს.

15:41 13.11.2024

"შეჩერდეს საქმის წარმოება, სანამ არ დასრულდება სისხლის სამართლის გამოძიება პროკურატურაში ამ საკითხზე. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო ვერ გამოარკვევს არჩევნები ჩატარდა თუ არა სწორად. ხვალ რომ ცესკომ დააკავოს კალანდარიშვილი, რას შვება სასამართლო? ჩვენ არ გვაქვს დღეს შესაძლებლობა ვიმსჯელოთ კანონიერებაზე თუ უკანონობაზე, ეს არ არის სამართლიანი მართლმსაჯულება", - ამ შინაარსის შუამდგომლობა დააყენა თამარ კორძაიამ. ის ამბობს, რომ პროკურატურამ არჩევნების გაყალბების საქმის ფარგლებში დალუქა ცესკოს საარჩევნო აპარატები, სიები, ტექნიკა და სხვისთვის გადაცემა აუკრძალა, შესაბამისად მოსარჩელეებს მტკიცებულებების ნაწილზე ხელი არ მიუწვდება.

გამოძიების დაწყება არ ნიშნავს, რომ დადასტურებულია დანაშაული და ეს არ აფერხებს პროცესის წარმართვას. ასევე ორგანული კანონი არეგულირებს დავების ვადას და მისი გახანგრძლივება არ შეიძლება.

მოსამართლემ ივერი აბაშიძემ არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ეს მე-11 დაუკმაყოფილებელი შუამდგომლობა.

15:22 13.11.2024

ცენტრალური საარჩევნო კომისია მიიჩნევს, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ გენდერული აქტივობის საკითხით ამომრჩეველზე მანიპულირებს. ცესკო აცხადებს, რომ მონაცემებში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციას ოფიციალური სახით გაუგზავნეს, „ადამიანური შეცდომით გამოწვეული რამდენიმე ხარვეზი“ იყო.

15:04 13.11.2024

15-წუთიანი ტექნიკური შესვენების შემდეგ სასამართლოს სხდომა განახლდა. განიხილება ნაციონალური მოძრაობის მეათე შუამდგომლობა, რომელიც 3 ექსპერტის მოწმეებად გამოძახებას ეხება.

ამ დრომდე მოსამართლეს არც ერთი შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილებია.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG