Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
პროევროპული საპროტესტო აქცია თბილისში
პროევროპული საპროტესტო აქცია თბილისში

პროევროპული საპროტესტო აქციები თბილისში - ლაივბლოგი

აქციების დაწყებიდან დაშავებულია ათეულობით დემონსტრანტი და ჟურნალისტი. დღემდე დაკავებულია 400-მდე ადამიანი. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე გადადოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხი.

19:36 2.12.2024

1-2 დეკემბრის ღამე რუსთაველის გამზირზე

19:37 2.12.2024

პოეტი ზვიად რატიანი დააკავეს ჭიჭინაძის ქუჩაზე 28-29 ნოემბრის ღამეს. მოტეხილი აქვს მეხუთე მალა, გატეხილი აქვს ცხვირის ძვალი და ძგიდე, თავსა და მთელ სხეულზე აქვს სხვადასხვა სიმძიმის ჰემატომები, დაჟეჟილობები - ზვიად რატიანის ცემისა და დაკავების ამბავი აქ:

19:38 2.12.2024

აქცია პარლამენტთან - დღე 5

19:45 2.12.2024

საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტორეპორტიორი, მირიან მელაძე ფეისბუკის პირად გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას იმ ტრავმის შესახებ, რომელიც მან პროფესიული მოვალეობის შესრულებისას 30 ნოემბრის ღამეს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პროევროპული აქციის გაშუქებისას.

"როდესაც წინა ხაზზე გიწევს მუშაობა ყველაფრისთვის უნდა იყო მზად, მაგრამ როცა საქმე ეხება დაუფასებლობას და წაყრუებას ეს უკვე გულდასაწყვეტია და ზოგ შემთხვევაში იმ ჭრილობაზე უფრო მტკივნეული, რაც ფიზიკურად განიცადე იმ წუთას. არ გაჟღერდა არსად, რადგან არ არსებობს ვიდეო კადრი თუმცა ფაქტი ფაქტია და ამაზე თვალის დახუჭვა არ მიმაჩნია სწორი" - დაწერა მირიან მელაძემ ფეისბუკზე 2 დეკემბერს - მისი გულისწყვეტის ობიექტი მისი სამსახური, საზოგადოებრივი მაუწყებელი იყო, რომელმაც მყისიერად არ გაავრცელა რეპორტიორის დაშავების შესახებ ინფორმაცია. მირიან მელაძის დაშავების შესახებ მოკლე ნიუსი საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებსაიტზე 1 დეკემბერს არის გამოქვეყნებული - ამ ტექსტში არც დაზიანება ჩანს და არც რეზინის ტყვია არ არის ნახსენები.

მირიან მელაძემ სტატუსთან ერთად გამოაქვეყნა დაშავებული ფეხის ფოტოც. ამ კადრებში ჩანს რომ მას მუხლის ზემოთ ოთხი წრიული ჭრილობა აქვს, რამაც სასწრაფოს ექიმებს აფიქრებინა, რომ ტრავმა რეზინის ტყვიებით არის მიყენებული.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG