Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
პროევროპული საპროტესტო აქცია თბილისში
პროევროპული საპროტესტო აქცია თბილისში

პროევროპული საპროტესტო აქციები თბილისში - ლაივბლოგი

აქციების დაწყებიდან დაშავებულია ათეულობით დემონსტრანტი და ჟურნალისტი. დღემდე დაკავებულია 400-მდე ადამიანი. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე გადადოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხი.

22:48 2.12.2024

თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა პოეტ ზვიად რატიანს, რომელიც პოლიციამ 29 ნოემბრის ღამეს დააკავა პროევროპულ საპროტესტო აქციაზე.

დაკავებისას სასტიკად ნაცემი ზვიად რატიანი სასამართლოს დარბაზში საავადმყოფოდან მიიყვანეს - რომელ იზოლატორში გადაიყვანენ მას სასამართლო დარბაზიდან, ცნობილი არ არის.

ზვიადს მოტეხილი აქვს მეხუთე მალა, გატეხილი აქვს ცხვირის ძვალი და ძგიდე, თავსა და მთელ სხეულზე აქვს სხვადასხვა სიმძიმის ჰემატომები, დაჟეჟილობები.

22:51 2.12.2024

სახალხო დამცველი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლას ეხმაურება და შინაგან საქმეთა სამინისტროს - არ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა მიმართ და არ გააგრძელოს შეკრების შეწყვეტა.

"როგორც წინა დღეებში არაერთხელ მიგვითითებია, იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული პირების მიერ ადგილი აქვს ძალადობრივ ქმედებებს, მათ მიმართ ინდივიდუალურად უნდა გატარდეს შესაბამისი პროპორციული ღონისძიებები და არ უნდა ხდებოდეს მშვიდობიანი შეკრების დაშლა", - წერია ომბუდსმენის, ლევან იოსელიანის განცხადებაში.

23:19 2.12.2024

დემონსტრანტები რუსთაველზე ბრუნდებიან.

23:31 2.12.2024

„დაკავებულ მოქალაქეებს არაადამიანურად ეპყრობიან“, - წერენ ის უფლებადამცველი ორგანიზაციები, რომლებიც პროევროპულ აქციებზე დაკავებულ მოქალაქეებს სამართლებრივ დახმარებას უწევენ.

ძალადობის ისტორიებს ჰყვებიან ადამიანები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ დატოვეს იზოლატორები, რჩებიან კლინიკების პალატებში და თავს იცავენ სასამართლო დარბაზებში.

რადიო თავისუფლებამ ამ ამბების შეგროვება დაიწყო.

თორნიკე ბერაძე 1 დეკემბრის ღამეს მეგობარსა და ძმასთან ერთად ზუბალაშვილების ქუჩაზე დააკავეს:

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG