Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ლაივბლოგი სასამართლოდან
ლაივბლოგი სასამართლოდან

8 დემონსტრანტის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (08/07/2025)

12:54 8.7.2025

კითხვებს სვამს ადვოკატი, შოთა თუთბერიძე:

„თქვენს მიერ ქაშვეთთან[მოწმის თქმით, დაზიანდა მაშინ, როცა ქაშვეთთან ჩავიდა 9 აპრილის ქუჩიდან - რ.თ.] მისვლას, წინ უსწრებდა აქციის მონაწილეების დარბევა?“, - კითხულობს ადვოკატი.

სანდრო ლოლაძე პასუხობს: „დარბევა რატო? მე არ დამინახავს იმ მომენტში, რა მოხდა".

12:51 8.7.2025

სანდრო ლოლაძის თქმით, მას არ შეუძლია მტკიცებით თქვას, რომ რუსთაველზე აქციის მონაწილეების გარდა არავინ გადაადგიდებოდა, მაგალითად მოქალაქე, გამვლელი.

12:49 8.7.2025

სანდრო ლოლაძის თქმით, მას არ შეუძლია მტკიცებით თქვას, რომ რუსთაველზე აქციის მონაწილეების გარდა არავინ გადაადგილდებოდა, მაგალითად მოქალაქე, გამვლელი.

12:49 8.7.2025

მოწმე, სანდრო ლოლაძეს ადვოკატი, კახა კოჟორიძე ეკითხება: „იმ ლოკაციებზე, სადაც გადაადგილდებოდა, ხომ არ დაუნახავს აქ მყოფი ბრალდებულებიდან რომელიმე“.

მოწმის თქმით, „ბევრი ხალხი იყო და ვერ გამოარჩევს“. ასევე მას არ გაუგია, რომ „ნივთებს ისროდა ესა და ეს ადამიანი[სახელობიდათ - რ.თ.]".

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG