Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ლაივბლოგი სასამართლოდან
ლაივბლოგი სასამართლოდან

8 დემონსტრანტის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (08/07/2025)

17:46 8.7.2025

დღევანდელი სხდომა დასრულდა.

17:36 8.7.2025

წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა იწყება, ახლა თანხმდებიან რა ფორმით შეისწავლონ ისინი.

17:25 8.7.2025

გუჯა ავსაჯანიშვილი აყენებს ორ შუამდგომლობას და ორივეს, დღეს დაკითხული მოწმეების ჩვენებეზე დაყრდნობით. ერთი თამარ ჭანტურიაა, რომელმაც თქვა, რომ მის ოფისშია დაცული ვიდეოები და ფოტოები, მასალები, რომელიც გუჯა ავსაჯანიშვილის თქმით, საქმისთვის მნიშვნელოვანია.

მეორე მოწმე ირაკლი გველესიანია, მან თქვა, რომ საქმეში სრული ვიდეოები არ არის წარმოდგენილი და მხოლოდ ის ნაწილია, რაც გამოძიებას სჭირდებოდა. ახლა გუჯა ავსაჯანიშვილი ითხოვს სრულ ჩანაწერებს და მიაჩნია, რომ სრული ჩანაწერი საქმეზე ბევრ გარემოებას მოჰფენს ნათელს.

პროკურორი არ ეთანხმება შუამდგომლობას, არც ვიდეოების და არც 112-ში დაცული ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ.

17:12 8.7.2025

პოლიციელ ირაკლი გველესიანს კითხვებს უსვამს ნიკოლოზ ჯავახიშვილი:

- 5 დეკემბერს სად იყავით?

- არ მახსოვს ლოკაცია, სახელი რომ შემახსენოთ თქვენი, ბატონო ნიკოლოზ, რომელ ოთახში ვიყავი არ ვიცი, შეიძლება რაიმე საგამოძიებო მოქმედებას ვატარებდი.

-ლურჯი ზედა და ჯინსის ღია ფერის ლურჯი შარვალი ხომ არ გეცვათ?

- ...

მარჯვენა ხელში გეჭირათ საბუთები, როცა შემოხვედით ოთახში, შეიძლება ის სიტყვები გავიმეორო, რაც მითხარით? გვითხარით თუ არა ეგეთი რაღაც : აქციაზე რომ რაღაცებს გვესროდით ახლა გვესროლე აბა, შე თესლო ბავშვოო?

- არ ყოფილა ეგეთი რაღაც.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG