Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ლაივბლოგი სასამართლოდან
ლაივბლოგი სასამართლოდან

8 დემონსტრანტის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (08/07/2025)

12:29 8.7.2025

სხდომა დაიწყო. დარბაზში გამოიძახეს პროკურატურის მოწმე - სანდრო ლოლაძე


12:35 8.7.2025

პროკურატურის მოწმე სანდრო ლოლაძე პოლიციელია. ან რელიგიური ფიცი დადო, იწყება დაკითხვა. მოსამართლე მოწმეს განუმარტავს - „შეკითხვა რომ დაისმენა, თქვენ ვალდებული ხართ პასუხი გასცეთ, თუ მხარე დააყენებს განრიდებას და მე განვარიდებ მხოლოდ ამ შემთხვევაში არ უპასუხებთ. სხვა შემთხვევაში პასუხობთ"

12:36 8.7.2025

სანდრო ლოლაძის ჩვენება:

ის ამბობს, რომ 9 აპრილის ქუჩაზე იყო 3 დეკემბერს, სადაც აქცია იყო მშვიდობიანი და შემდეგ 40 წუთში- ერთ საათში გახდა აგრესიული. მისივე თქმით, ისროდნენ პლასმასის ბოთლებს ქვიშით, კვერცხებს, საღებავებს...

„იყო აგრესიული მოწოდებები“, - ამბობს მოწმე და ამატებს, რომ შემდეგ „მოვიდნენ გდდ-ს თანამშრომლები". ამის შემდეგ ჩაიარა ისევ რუსთაველზე, სადაც იყო „სრული ქაოსი“, „ეყარა ნაგვის ურნები“...

„ისევ იყო ნივთების სროლა, პიროტექნიკის სროლა, ვცდილობდით თავიდან აგვერიდებინა და ამ დროს თავში მომხვდა პულიმიზატორის ბოთლი, დამიზიანდა თავი და გადამიყვანეს კლინიკაში", - ამბობს პოლიციელი.

„რამოდენიმე ასეული ადამიანი ძალიან აგრესიული იყო პოლიციის მიმართ", - პასუხობს პროკურორის დამაზუსტებელ კითხვას. მისივე თქმით, „ნივთები რომლებსაც ისროდნენ, სხვა პოლიციელებსაც მოხვდათ“.

„არაფრით ვიყავი აღჭურვილი, სამსახურებრივი ჟილეტით“, - ამბობს ის.

პოლიციელის თქმით, გდდ-ს თანამშრომლები ცხრა აპრილის ქუჩაძე მისი მისვლიდან ერთ საათში ჩამოვიდნენ და ჩაანაცვლეს პოლიციელები.

12:40 8.7.2025

მოწმე, სანდრო ლოლაძე უდასტურებს პროკურორებს, რომ რუსთაველის გამზირზე იყო ბარიკადები.

„აქციის მონაწილების მხრიდან ნასროლი ქვა მომხდვა... ჩემმა თანამშრომელმა გადამიყვანა სამსახურებრივი მანქანით".

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG