სხდომა განახლდა, იკითხება გდდ-ს თანამშრომელი, მოწმე, ნუგზარ მირიანაშვილი. ეს სპეცრაზმელი გუშინ, 7 ივლისსაც დაიკითხა, ჯგუფური ძალადობის მეორე 11-პირიან საქმეზე.
შოთა თუთბერიძე დაინტერესდა: „მაშველის ტანსაცმლის დასვრა, მაგალითად ჩემს სახლში რომ გამოვიძახო და დაისვაროს, ზიანის ანაზღაურება მევალება?"
თამარ ჭანტურია: თუ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაზიანდა, არ ანაზღაურებს არავინ, აქ საუბარია რამ გამოიწვია დასვრა - მე ბევრჯერ თქვი, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლმა ნივთებმა დააზიანა".
ადვოკატი, შოთა თუთბერიძე კითხულობს: „ხომ არ ხდებოდა თქვენი ავტომობილების გამოყენება სპეცრაზმელების წყლით მომარაგებისთვის?"
„არ ვიცი“, - ამბობს მოწმე და ადასტურებს, რომ „ასეთი რამ მათ ფუნქციებში არ შედის“.
ისევ კახა კოჟორიძე ეკითხება, პატაკებში, რომელიც 112-ის თანამშრომლებმა დაწერეს, ხომ არ არის რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშანი იმ ადამიანების, ვინც სავარაუდოდ ზიანი მიაყენეს ტექნიკასო?
მოწმე პასუხობს, რომ „არა".
ფორუმი