სპეცრაზმელი, ნუგზარ მირიანაშვილი დღესაც იმეორებს, იდენტურ 11-პირიან საქმეზე დაკითხვისას ნათქვამს, რომ პოლიციის მხრიდან ძალადობრივი ქმედებები არ დაუნახავს და არც გაუგია.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა სხდომიდან გააძევა სამი დამსწრე. მან თქვა, რომ დამსწრეები იცინოდნენ და წესრიგს არღვევდნენ.
„ჩვენ ვართ წყალსასროლი მანქანის დაცვა, უნდა აღდგეს წესრიგი, არანაირი შეხება მომიტინგესთან", - ამბობს ნუგზარ მირიანაშვილი.
„ხომ არ შეგინიშნავთ ჯგუფი, რომელიც მოქმედებდა და ჯგუფი, რომელიც დავალებებს გასცემდა?", - იკითხა ზვიად ცეცხლაძის ადვოკატმა დავით ჭიკაიძემ.
მოწმე მირიანაშვილი ამბობს, რომ არ გაუგია.
ფორუმი