მოწმეს ხელში აქვს დოკუმენტები. მოსამართლე ეკითხება, რა წერია. თამარ ჭანტურია განმარტავს, რომ ამ დოკუმენტებზე მის სამსახურთან დაკავშირსებული სპეციფიკური დეტალები წერია. თამარ ჭანტურია - 122-ის იურიდიული სამსახურის უფროსია.
თამარ ჭანტურიას თქმით, 112-ის სამსახურის წარმომადგენლები 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც დაუზიანდათ აღჭურვილობა, ტანსაცმელი, სახანძრო და სამაშველო ტექნიკა. სამსახურმა დაითვალა ზარალი, რაც 62 785 ლარია.
პროკურორის კითხვაზე, რა ტიპის დაზიანებები აღმოაჩინეს, პასუხად თამარ ჭანტურია ამბობს, რომ იყო დამწვარი აღჭურვილობა, საღებავები, „ცისტერნებზე შემტვრეული რაღაცის მორტყმის შედეგად".
თამარ ჭანტურიამ დააზუსტა და თქვა, რომ დაზიანებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 12 მანქანა.
ფორუმი