გამოკვლეული ვიდეომტკიცებულებები დაილუქა.
ადვოკატმა იპოვა კადრი, სადაც საბა სხვიტარიძეს ორივე ხელი უჩანს, ერთში სიგარეტი უკავია, მეორე ხელით ტელეფონს იღებს.
„აი, ორივე ხელი ჩანს, სადაა ხელკეტი?"
პროკურორი: მე ვთქვი, რომ ამ ვიდეოში ჩანს ხელკეტი მეთქი?".
იციან მხარეები, იცინის მოსამართლე, ჯვებე ნაჭყებიაც.
„საბა სხვიტარიძეს, როცა გაიარა კადრში, ხელში არაფერი ეკავა. ეს ჩანს კადრში", - ამბობს ადვოკატი, ირაკლი ჩომახაშვილი მოწმეებისადმი პროკურორის კითხვის პასუხად: ეკავა თუ არა რაიმე ხელში საბა სხვიტარიძეს.
„ვიდეოში არ ჩანს, მაგრამ ჯიბეში უდევს რკინის ხელკეტი... ხელი არ ჩანს საერთოდ და რა იცით, რომ ჯიბეში არ უდევს ან არ უკავია, როცა არ ჩანს“, - პასუხობს პროკურორი.
დაცვის მხარემ ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა.
მოსამართლე, ჯვებე ნაჭყებია წარბშეკრული, ყურადღებით აკვირდება ვიდეოებს და სავარაუდოდ, ინიშნავს იმ წუთებს, რომელზეც ადვოკატი ყურადღებას ამახვილებს.
ფორუმი