Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
განახლებები სხვიტარიძის სასამართლო პროცესიდან
განახლებები სხვიტარიძის სასამართლო პროცესიდან

საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესი - ლაივბლოგი (09/07/2025)

16:07 9.7.2025

დაცვის მხარემ ტელევიზიის ვიდეოების გამოკვლევა ამოწურა და ახლა რთავს სასტუმრო „ქორთიართ მერიოტის“ ვიდეოსათვალთვალო კამერების ერთსაათიან ჩანაწერს.

16:07 9.7.2025

ირაკლი ჩომახაშვილი ტელეკომპანია „ფორმულას“ ვიდეოს რთავს. ამ ვიდეოზეც იდენტური სცენაა ასახული, სხვა რაკურსით.

16:06 9.7.2025

პროკურორი, როინ ხინთიბიძე ამბობს, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ ვიდეომტკიცებულებებს დასკვნით სიტყვაში შეაფასებს. ის არ ერევა ადვოკატის შეფასებებში და ჩუმად უყურებს ვიდეოს.

16:00 9.7.2025

ახლა ადვოკატი რთავს მთავარი არხის პირდაპირი ეთერიდან მოპოვებულ ვიდეოს. დრო - 22:06-ია. ამ კადრში ჩანს მირიან ქავთარაძე, რომელსაც აცვის არმანის წარწერიანი ზედა, ქუდით და სახეს იფარავს.

„ეს ვიდეო წარვუდგინე ორ მოწმეს და მათ თქვეს, რო ამ ვიდეოში ჩვენ ვუთხარით, რომ ვართ პოლიციელებიო და თუ მაჩვენებთ სად ამბობენ ამ ვიდეოში....", - აკეთებს კომენტარს ადვოკატი ვიდეოს ჩართვამდე.

აგრძელევს ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ ხდის თეონა ჭალიძე ქუდს მირიან ქავთარაძეს.

„დააკვირდით მირიან ქავთარაძის მარჯვენა ხელის მოძრაობას, როცა მირიან ქავთარაძე ამტკიცებს, რომ მას ხელი არ გაურტყამს თეონა ჭალიძისთვის", - ამბობს ადვოკატი და ამატებს:

„აქ შეკითხვაა, თუ ადამიანს გამომჟავნება არ უნდა[ეს იყო ქავთარაძის არგუმენტი კითხვაზე, რატომ იფარავდა სახეს - რ.თ.] როგორ თქვა, რომ პოლიციელია?".

ადვოკატი ვიდეოს აკომენტარებს: „ისმის, ქალს ხელი როგორ დაარტყი, ნიღაბი მოიხსენი". კადრებში ჩანს ფიზიკური დაპირისპირება.

„ამ დრომე სადმე გავიგეთ, პოლიციელი ვარ? გინების გარდა ამ ვიდეოში არაფერი ისმის... უკან რა ხდება? გდდ-ს თანამშრომლები და პოლიციელები არიან, არ ერევიან ჩხუბში, დგანან და არ მოდიან... იმის ნაცვლად, რომ თქვას პოლიციელია, იქცევა როგორც კრიმინალი და ქუჩის ბიჭი", - ამბობს ადვოკატი.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG