Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
განახლებები სხვიტარიძის სასამართლო პროცესიდან
განახლებები სხვიტარიძის სასამართლო პროცესიდან

საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესი - ლაივბლოგი (09/07/2025)

15:24 9.7.2025

ივანე წერეთლის ჩვენება. ის პარტიული საქმიანობიდან იცნობს, საბა სხვიტარიძეს. წერეთელი პარტია „ახალის“ პოლიტსაბჭოს წევრია.

ივანე წერეთელი იმეორეს წინა ორი მოწმის ნათქვამს პოლიტიკური პარტიების შეხვედრის მიზანზე და იქ განვითარებულ მოვლენაზე, ამატებს, რომ როცა „ქორთიარტ მარიოტში“ მივიდა, საბა სხვიტარიძე სასტუმროს შენობის შიდა სივრცეში იყო.

„რაღაცას ელოდებოდნენ, ან ვიღაცას, დაიწყეს გინება, ლანძღვა და გამომწვევი ქმედებები. მუქი ტანსაცმელი და კაპიშონი თავზე, პირზე პირბადე და, სავარაუდოდ, შავი ჯინსები", - ასე აღწერს მოწმე ჯგუფს, რომელსაც ე.წ ტიტუშკებად მოიხსენიებს და ამატებს:

„ჩვენ ეს გამოვცადეთ [ე.წ. ტიტუშკების თავდასხმა - რ.თ.] მათი თავდასხმები, წინა დღეებში".

მოწმის თქმით, „ვერანაირად ვერ გაიგებდა იმას, რომ ესენი პოლიციელები იყვნენ, რადგან მათ არ ჰქონდათ რაიმე აღმნიშვნელი, ასევე, კომუნიკაცია პოლიციელებთან, ასევე იქცეოდნენ, ისე როგორც არ იქცევა პოლიცია, იგინებოდნენ, ეკეთათ კაპიშონი, სახეს მალავდნენ... ".

„საბა სხვიტარიძეს ვერ ეცოდინებოდა, რომ ისინი პოლიციელები იყვნენ, რადგან რასაც ვყვები, იმ მომენტში საბასთან ერთად განვიხილავდი", - ამბობს ივანე წერეთელი.

ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი ეკითხება ივანე წერეთელს, თუ შეესწრო ეპიზოდს, რაშიც რაშიც სხვიტარიძეს ბრალს სდებენ. „ხმაურის ხმები ესმოდა".

„მომხდარის შესახებ მეორე დღეს, მედიის საშუალებით გავიგე", - ამატებს მოწმე.

ივანე წერეთლის თქმით, პოლიციამ ისინი არ გაუშვა პირდაპირ რუსთაველის გამზირისკენ და მათ წრის დარტყმა მოუხდათ.

15:07 9.7.2025

ადვოკატმა თქვა, რომ ვიდეოს გამოიკვლევს, სადაც ჩანს, რომ საბა სხვიტარიძეს ხელში არაფერი უჭირავს, თუნდაც ხელკეტი. საბოლოოდ, ვიდეოს ჩართვა საჭირო აღარ გახდა.

დაცვის მხარემ მესამე მოწმე გამოიძახა, ივანე წერეთელი.

15:05 9.7.2025

ნანა მალაშხიას კითხვებს უსვამს პროკურორი როინ ხინთიბიძე. იგივე კითხვა აქვს, რაც ნინო გოგინაშვილთან: ხომ არ იცის, სად იყო საბა სხვიტარიძე შეხვედრის დროს, თუ არ ესწრებოდა.

ნანა მალაშხიამ არ იცის. ის შეხვედრაზე იყო შენობაში.

კითხვაზე, რაიმე საგანი ხომ არ ჰქონია სხვიტარიძეს ხელში, როცა ნახა, მაგალითად ხელკეტი, ნანა მალაშხია პასუხობს, რომ არა.

ნანა მალაშხიას დაკითხვა დასრულებულია.

15:04 9.7.2025

ნანა მალაშხია იმეორებს, რომ „პოლიციელებს ტიტუშკებისგან დაცვას სთხოვდა, რადგან თავს არ გრძნობდა უსაფრთხოდ".

მოწმე ამბობს, რომ არ დაუნახავს დაპირისპირება, რის გამოც საბა სხვიტარიძე დაკავებულია. აზუსტებს, რომ მომხდარი ტელევიზიით ნახა.

„ისიც არ ვიცოდი, რა ხდებოდა, აღშფოთებული ვიყავი...ჩაკეტილი ჰქონდათ გზა რუსთაველისკენ და შესაბამისად, მე და ანა დოლიძემ გადავწყვიტეთ, რომ წავსულიყავით არა რუსთაველის მიმართულებით, არამდ გადავჭერით თავისუფლების მოედანი, ჩავუარეთ პარაგრაფს, გავიარეთ ეროვნული ბიბლიოთეკა და ამოვედით რუსთაველზე", - თქვა მალაშხიამ.

მას ადვოკატი საბა სხვიტარიძის პიროვნებაზე ეკითხება. მალაშხია ამბობს, რომ საბა სხვიტარიძე „დადებითი, მეგობრული ადამიანია, ენდობა მას და ნამდვილად ვფიქრობ, რომ გაჭირვების დროს ყველას საყრდენია“.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG