Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
განახლებები სხვიტარიძის სასამართლო პროცესიდან
განახლებები სხვიტარიძის სასამართლო პროცესიდან

საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესი - ლაივბლოგი (09/07/2025)

15:50 9.7.2025

ირაკლი ჩომახაშვილს მოტანილი აქვს სხვადასხვა ტელევიზიის მიერ გადაღებული ვიდეოები, რომელიც თავისუფლების მოედანზე 4 დეკემბერს საღამოს განვითარებულ მოვლენებს ასახავს.

პირველი ტელეკომპანია „იმედის“ ვიდეო ჩართეს. ამ ვიდეოში ჟურნალისტი ამბობს, რომ „ქორთიართ მარიოტიდან გამოსულ პოლიტიკოსებს დახვდა მოქალაქეთა ერთი ჯგუფი, რომელმაც გააპროტესტა ოპოზიციის ქმედებები".

15:46 9.7.2025

15-წუთიანი შესვენების შემდეგ სხდომა განახლდა. ვიდეოებს გამოსაკვლევად ამზადებს საბა სხვიტარიძის ადვოკატი, ირაკლი ჩომახაშვილი.

15:28 9.7.2025

15-წუთიანი შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგაც დაცვის მხარის ვიდეომტკიცებულებების შესწავლა დაიწყება.

15:27 9.7.2025

ივანე წერეთელს ახლა პროკურორი, როინ ხინთიბიძე კითხავს.

ის ერთსა და იმავე კითხვებს სვამს. იცის თუ არა სად იყო სხვიტარიძე შეხვდრის პარალელურად, ვინ შეატყობინა, რომ გარეთ ე.წ. ტიტუშკები იყვნენ, რა ეცვა და ეეჭირა თუ არა ხელში რაიმე.

ივანე წერეთლის დაკითხვა დასრულდა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG