17:33 - სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო, რომელზეც გდდ-ს თანამშრომელია ასახული, გააპროტესტა პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა. მან მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს ფოტო აჩვენა, რის შემდეგაც გალუსტაშვილმა სხდომა დახურა და დამსწრეებს, მათ შორის მედიას სხდომა დაატოვებინა.
“გაგაფრთხილეთ, რომ სხდომაზე არ გადაიღოთ, მაინც დაფიქსირდა შემთხვევა, ამიტომ სხდომას ვხურავ”, - თქვა მოსამართლემ.
ფოცხვერაშვილის დაკითხვა დასრულდა.
ფოცხვერაშვილი ამბობს, რომ მძღოლიცაა და წყლის ჭავლის მიმართულებასაც განაგებს. „მე არ უზრუნვევცყოფდი წყლის ჭავლის თვითნებურად გასროლას, მეუბნებიან ბრძანებას და ვასრულებ ბრძანებას".
გამოიძახეს გდდ-ს კიდევ ერთი თანამშრომელი, წყლის ჭავლის მანქანის მძღოლი, ფოცხვერაშვილი ავთანდილი:
„სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით ვიყავი 30 ნოემბერს რუსთაველზე. მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის გამოიყენება, რამე რომ არ მოხდეს და დაზიანდეს, მართლწესრიგის აღსადგენად.
რუსთაველის გამზირზე საღამოს 8 საათიდან ვიმყოფებოდი და სადღაც 12 საათისკენ გადავედი ჭიჭინაძის ქუჩაზე პარლამენტის გვერდით, ავტომობილით გადავედით გვერდით.
იყო შეურაცხყოფები პოლიციის მიმართ, პიროტექნიკის გამოყენება. 12 საათისკენ გადავედით, არ გამოგვიყენებია, საჭიროებას არ მოითხოვდა.
[დააზუსტეს, რომ 12 საათამდე არ გამოუყენებიათ წყლის ჭავლი]
აგრესია გამოიხატებოდა მოქალაქეებს შორი, ყველაფერი ნათელი იყო, პიროტექნიკა ქვების სროლა. პარლამენტის კუთხიდან შადრევდნიდან გვესროლეს მოლოტოვის კოქტეილი, მანქანაში ვიჯექი. დავინახე, კი ჩანდა ყველაფერი წინ ვინც აქტიურობდა , ყვეელაფერი ჩანდა. პირველი მოლოტოვი 50 წლამდე შუა ხნის კაცმა ისროლა, კუთხიდან გამოვიდა, მოგვაგდო მოლოტოვის კოქტეილი, მოგვედო ცეცხლი და ჩავაქრეთ, როცა ჩავაქრეთ შეტრიალდა და ისევ გამოვიდა კუთხიდან და მეორედ ისროლა, წინ დაეცა და ჩავაქრეთ ცეცხლით.
ერთ წუთის ინტერვალით გამოვიდა სხვა ადამიანი და მესამედ გვესროლა მანქანაზე. მანქანასთან მოეკიდა, გვერდიდან ხდებოდა, მარჯვენა კარია მანქანის დამწვარი".
ფორუმი