Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
განახლებები სასამართლოდან - ლაივბლოგი
განახლებები სასამართლოდან - ლაივბლოგი

დავით ლომიძისა და თენგიზ ზასოხაშვილის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (10/07/2025)

16:37 10.7.2025

16:23 - დარბაზში ვართ, სხდომას არ ესწრება დავით ლომიძე. ადვოკატმა თქვა, რომ მას ოპერაციას უკეთებენ და საპატიო მიზეზი აქვს

16:36 10.7.2025

დავით ლომიძისა და თენგიზ ზასოხაშვილის ადვოკატი ვარაუდობს, რომ დღეს პროკურატურა გდდ-ს დაზარალებულ თანამშრომლებს მოიყვანს და ამით დასრულდება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა.

დავით ლომიძე თემურ ზასოხაშვილთან ერთად 1 დეკემბერს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი სისხლის სამართლის მუხლით. დაკავებისას მათ რამდენჯერმე სცემეს. დავით ლომიძე ადვოკატს უყვებოდა, რომ მიკროავტობუსში, სადაც სხვა დაკავებულებთან ერთად იყო ხელები ზურგს უკან შეუკრეს და ისე ურტყამდნენ.

მათ პოლიციელზე თავდასხმასა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG