Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
განახლებები სასამართლოდან - ლაივბლოგი
განახლებები სასამართლოდან - ლაივბლოგი

დავით ლომიძისა და თენგიზ ზასოხაშვილის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (10/07/2025)

16:39 10.7.2025

„აქტიური, რომელიცაა ვაკვირდებით და გადაადგილებასაც ვაკვირდებით, მაგალითად ქვის სროლა, მოლოტოვის სროლა", - ამბობს მოწმე კითხვაზე პასუხად, როგორ მიაქცია ყურადღება მაინც და მაინც იმ ორ პირს, რომელიც პროკურატურის თქმით ლომიძე და ზასოხაშვილია.

16:53 10.7.2025

ახლა გდდ-ს თანამშრომელს ადვოკატები აჩვენებენ ვიდეოს, რომელიც პროკურატურის მტკიცებულებაა და ეკითხებიან, აქ ხედავდით სახეებს? - ვიდეოში დაპირისპირებაა გამოყენებულია ცრემლსადენი გაზი.

ისევ იმეორებს, რომ იერსახით ამოიცნო, თვალის ფერი და ნაკვთები არ დაუნახავს.

16:54 10.7.2025

ბადრი თათანაშვილი ამბობს, რომ არ ახსოვს წვერი თუ ჰქონდა რომელიმეს, ან პირბადე თუ ეკეთა. „რა ეცვა, წვერი ჰქონდა, თუ არ ჰქონდა, ზუსტად ამას ვერ ვიტყვი. ღონისძიებიდან ერთ დღეში მივედი და მახსოვდა სახის იერი. იმის შემდეგ გასულია ექვსი თვე და არ მახოვს".

17:00 10.7.2025

პროკურორი: რა ნიშნებით შეძელით, რომ გეთქვათ ეს პირი, მაგალითად, ფოტოსურათ სამში ან ორში ასახული პიროვნებაა.
- ვერ გეტყვით რა ეცვა როგორ, წვერი ჰქონდა თუ არა. სახის იერით დამამახსოვრდა ისინი და ახლაც რომ მაჩვენოთ, ვიცნობ, არ შემეშლება
[პროკურორი სთხოვს შეხედოს დამსწრეს და ამოიცნოს, დარბაზში მხოლოდ გურამ ზასოხაშვილია].
სპეცრაზმელი: ეს პირი 37-38 წლამდე პირია.
„მაგ მომენტში ნებისმიერი შესაძლებლობა შეიძლება დასრულებულიყო დამწვრობით, სიცოცხლის მოსპობით... ჩვენ, როგორც მოკვდავმა ადამიანებმა, აღვიქვით ისე, რომ ვიღაცას ჩვენი სიკვდილი უნდოდა, მაგრამ ღმერთს მადლობა, ზიანი არ მიგვიღია იმ მომენტში, გადავრჩით", - გააგრძელა მან.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG