გიორგი ჯანიკაშვილის თქმით, მას ტელეფონში ჰქონდა ექიმის დანიშნულების ამსახველი ფოტო და როცა დაიბარა გამომძიებელმა გამოკითხვაზე "ჩათვალა საჭიროდ რომ დასჭირდებოდა, ზედმეტად რომ არ ეწვალა ამობეჭდა და წაიღო".
ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი ეკითხება, გარდაბნის პოლიციაში თუ აქვთ ფერადი პრინტერი.
„ამ ეტაპისთვის არ მაქვს, მაშინ შეიძლება მქონდა, არ მახსოვს“, - ამბობს ჯანიკაშვილი.
პოლიციელის თქმით, მას ამოცნობაში, სადაც რევაზ კიკნაძეც მონაწილეობდა, არ მიუღია მონაწილეობა, „ვერ მივიღებდი, იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცი".
ავსაჯანიშვილი: თქვენმ პოლიციელები რომ დაზიანდნენ, იმაზე გაქვთ პრეტენზია, თუ ადამიანებზე, ფორმით არჩევთ ერთმანეთისგან?
- ყველაზე მათ შორის პოლიციელებზეც, ძალადობა ძალადობაა.
- მათ შორის იმ მოქალაქეებზეც, რომლებიც პოლიციელებმა დააზიანეს?
- არ ვიცი, ვინ დააზიანა, მაგრამ მაქვს პრეტენზია.
ადვოკატი, რუსუდან აგურაშვილი კითხულობს: „9 აპრილის ქუჩაზე 29 ნოემბერს 10 საათამდე, ვინც არ ყოფილა, გაქვთ პრეტენზია?"
ასეთ კითხვებს მოწმე არ პასუხობს. პროკურორები იცილებენ ეს კითხვა უკვე დასმულიაო.
„პრეტენზია მაქვს ჩემს დაზიანება და პრეტენზია მაქვს იმ პოლიციელების დაზიანება, ვინც დაზიანდნენ სხვა დროს", - ამბობს ჯანიკაშვილი.
ვაჟა თოდუა კითხულობს, რა არსებითი მნიშვნელობა აქვს ასეთ კითხვებსო
ადვოკატი პასუხობს: აქვს, რადგან მოვიდა ეს ადამიანი და ამბობს, რომ ბრალდებულების მიმართ პრეტენზია აქვს.
პოლიციელეს დაზარალებულის სტატუსი აქვს, თუმცა საქმის მასალებს არ გაცნობია.
ირაკლი ჩომახაშვილი ეკითხება, ნახა თუ არა ვიდეოფაილებს, რომელიც საქმეშია
მოწმე: ჩემთან რა შუაშიაო
ადვოკატი: თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ 29 ნოემბრის ჩანაწერში არ ჩანხართ?
მოწმე: არ ვიცი
ადვოკატი: ვიდეო რომ გაჩვენოთ თქვენ თავს ამოიცნობთ?
მოწმე: ალბათ
ადვოკატი: ეს ბრალდების მხარემ არ გითხრათ?
მოწმე: 29 ნოემბრის 5-6 საათიანი ჩანაწერი არსებობს
[პროკურორი კითხულობს, სადაა საქმეში ეგ ჩანაწერიო. ადვოკატი პასუხობს: თქვენ თქვით, რომ დაცულია შსს-ში, მაგრამ არ წამოგიღიათ და საქმეზე არ დაგირთავთ". ამ ვიდეოების გამოთხოვა მოითხოვა ჩომახაშვილმა წინა სხდომაზე, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.]
მოწმე ჯანიკაშვილი ამბობს, რომ არ აქვს პრეტენზია გამომძიებლებთან, რომლებმაც საქმის მასალები არ აჩვენეს.
ადვოკატი, ირაკლი ჩომახაშვილი: ეკიპირება რომ გქონოდათ, შემცირდებოდა თუ არა თქვენი დაზიანების რისკი?
[პროკურორი კითხვას იცილებს]
ადვოკატი: კარგი ასე ვკითხავ, ფარი იცავს პოლიციელს?
პოლიციელი ჯანიკაშვილი: დიახ, თუმცა მის უკან მდგომს არა.
ფორუმი