Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
განახლებები სასამართლოდან - ლაივბლოგი
განახლებები სასამართლოდან - ლაივბლოგი

11 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (11/07/2025)

11:16 11.7.2025

ჯგუფური ძალადობის 11-პირიან საქმეზე დღეს, სავარაუდოდ, შსს-ის სტრატკომის ოპერატორები დაიკითხებიან. დემონსტრანტების წინააღმდეგ ვიდეოები მათი გადაღებულია.

12:17 11.7.2025

ვიწყებთ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11 დემონსტრანტის სასამართლოდან ცნობების გამოქვეყნებას. სხდომამ ერთი საათით დააგვიანა, მიზეზად - პროკურორები დაასახელეს. ვახტანგ ცალუღელაშვილი და ვაჟა თოდუა ყოველთვის ერთი საათით ადრე მოდიან ხოლმე. დღეს დაიგვიანეს.

უკვე დარბაზში ვარ, ველოდებით მოსამართლეს და ბრალდებულებს.

12:22 11.7.2025

პროკურორებმა გამოიძახეს მოწმე, შსს-ს ოპერატორი გიორგი ჯიქია. ადვოკატებმა შეაჩერეს და განაცხადეს, რომ მათი ერთობლივი პოზიციით სურთ ჯიქიასი და სხვა ოპერატორების ჩვენებები უდავოდ ცნონ.

ამის მიუხედავად, პროკურორებს მაინც უნდათ გიორგი ჯიქიას დაკითხვა.

12:27 11.7.2025

ადვოკატი, რევაზ აჭარაძე პასუხობს პროკურორებს, რომლებსაც უდავოდ ცნობის მიუხედავად მოწმის გამოკითხვა სურთ:

„არაერთხელ ყოფილა სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულება ბრალდებას უდავოდ გაუხდია, ქალბატონ თამართანაც პროკურორებმა გუჯას მტკიცებულებები უდავოდ გაგვიხადეს...და შემდეგ არ გამოკვლეულა ეს მტკიცებულებები სხდომაზე",

„ის მონაწილეობს საგამოძიებო მოქმედებებში და მათი მონაწილეობით ოქმებიც უდავოდაა ცნობილი?", - კითხულობს ვაჟა თოდუა.

ადვოკატ ომარ ფურცელაძის პასუხი პროკურორებს: „წერილობითი მტკიცებულებები, მათ შორის ოქმები უკვე გამოკვლეულია და მათ უდავოდ ცნობას ძალიანაც რომ გვინდოდეს ვერ მოვახდენთ, ჩვენ ვხდით უდავოდ გამოსაკითხი მოწმის ჩვენებას".

აგრძელევს ირმა ჭკადუა:

„არ ენდობიან თავიანთ მოწმეს, წარმოუდგენელია ეს ამბავი, უდავოდ ვცნობთ და მაინც სურთ დაკითხვა".

ვაჟა თოდუა მაინც კითხულობს: ანუ იმ საგამოძიებო მოქმედებებს, სადაც მონაწილეობა მიიღო ამ ოპერატორმა უდავოდ ცნობთ?

„უკვე გამოვიკვლიეთო“, - პასუხობს ირმა ჭკადუა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG