Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
განახლებები სასამართლოდან - ლაივბლოგი
განახლებები სასამართლოდან - ლაივბლოგი

8 დემონსტრანტის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (14/07/2025)

ჯგუფური ძალადობის 8-პირიან საქმეზე დღეს პროკურატურას ორი მოწმე ჰყავს, ერთი დაზარალებულის სტატუსის მქონე პოლიციელია, მეორე გამომძიებელი. პროკურორებს დღეს სურთ გაარკვიონ, ისურვებენ თუ არა შსს-ს ოპერატორის დაკითხვას, რომელმაც დემონსტრანტების წინააღმდეგ ვიდეოები გადაიღო.

12:57 14.7.2025

პროკურატურამ გამოიძახა მოწმე, გამომძიებელი გენადი იოსებაშვილი. მან თქვა, რომ სოციალურ ქსელში ინსაფ ალიევის ამსახველი ვიდეოები დაათვალიერა.

„მე, როგორც გამომძიებელმა დავათვალიერე იუთუბ პორტალი, სადაც ატვირთული იყო ინსაფ ალიევის ამსახველი ვიდეო. გვერდს ერქვა გიორგი ბერიძე და სათაური ჰქონდა ვიდეოს: „საშინელებაა, როდემდე?", -ამბობს მოწმე

ამის შემდეგ გამომძიებელი აღწერს ვიდეოში ნანახ სურათს, ამბობს, რა ეცვა მისი მტკიცებით, ინსაფ ალიევს, რომ ის ისროდა ქვას სამართალდამცველების მიმართულებით. მან ვიდეო ჩამოწერა და გაგზავნა ჰაბიტოსკოპიურ ექსპერტიზაზე.

12:51 14.7.2025

ჯგუფური ძალადობის 11 და 8-პირიან საქმეებს იდენტური მოწმეები ჰყავთ. შესაბამისად, პროცესიდან პროცესამდე ისინი მეორდებიან. დღესაც უნდა დაიკითხოს პოლიციელი, გიორგი ჯანიკაშვილი, რომელიც 11-პირის პროცესზე უკვე დაიკითხა.

12:50 14.7.2025

მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ თუ კიდევ ერთხელ მოხვდება სოციალურ ქსელში სასამართლო სხდომაზე გადაღებული ფოტო, სხდომას დახურავს:

„ვთქვი, რომ თუ ვნახავდი ფოტოს სოციალურ ქსელში მივიღებდი ზომებს, ამის მიუხედავად თქვენ მაინც გადაიღეთ ფოტო, რომელიც გავრცელებულია სოციალურ ქსელში. მე არ მინდა ახლა მივიღო ზომები, რადგან ეს ეხებოდა ვასილ კაძილაშვილის შვილს. დღევანდელი სხდომის შემდეგ, თუ კიდევ გამოქვეყნდება რაიმე ფოტო სოციალურ ქსელში მივმართავ კანონით გათვალისწინებულ ზომებს და შეიძლება სხდომაც დავხურო. ვიმედოვნებ, რომ არ დამჭირდება და ღია სხდომაზე გავაგრძელებ ამ საქმის განხილვას“.

ადვოკატი დავით ჭიკაიძე ითხოვს, რომ სასამართლომ ზომებს მიმართოს არა კოლექტიურად, არამედ ინდივიდუალურად.

მოსამართლე პასუხობს:

„მიუხედავად იმისა, რომ მანდატურები გაფრთხილებულები არიან, რომ თუ ფოტო-ვიდეოგადაღება ხდება, უზრუნველყონ, ისე რომ არ შეეშალოს ხელი განხილვას. გაგაფრთხილეთ, რომ ვიდეო და ფოტო არ გადაიღოთ მეთქი, მიუხედავად ყველაფრისა მაინც ვხვდებით სოციალურ ქსელში ფოტოებს. მე ვერ დავიწყებ ახლა, ვინ განახორციელა და ვინ არა, სწორედ ამიტომ არ გამოვიყენე დღევანდელ სხდომაზე აღნიშნული ღონისძიებები, რომ არ დაირღვეს ბრალდებულების უფლებები....უფრო მარტივია ამ ზომის გამოყენება, რისი გაკეთების უფლებაც მაქვს, თუმცა არ მინდა".

ადვოკატი, კახა კოჟორიძე აკრიტიკებს ამ გადაწყვეტილებას და ამბობს: ეგ მარტივი მეთოდი არ იქნება სამართლიანი მეთოდი ამ კონკრეტულ სიტუაციაში. ამ სხდომას 8 ადამიანის ოჯახის წევრები ესწრებიან.... ჩვეულებრივი ადამიანური მოთხოვნილება რომ დაიკმაყოფილონ, დაინახონ და გამოელაპარაკონ... ფოტო რაც გავრცელა არავის მიმართ შეურაცხმყოფელი არ იყო, არავის არ აყენებდა შეურაცხყოფას...არ შეიძლება კანონში, რომელშიც პარლამენტის წევრები იღებენ შესაბამისი პროცედურის დაცვით, რაციონალური მარცვალი არ დავინახოთ, რა არის ამ აკრძალვის მიზანი? არის ის, რომ სასამართლო პროცესიდან ვრცელდებოდა მათი შეფასებით ინფორმაცია, რომელიც პოლციელს არასწორად მოიხსენიებდა ან ა.შ. ტვ პირველმა რამდენიმე სხდომის წინ მიმართა იუსტიციის საბჭოს გადაღების მოთხოვნით. აკრძალული არ არის, შესაძლებელია მათი თანხმობით მოხდეს, პატივს არ სცემენ საზოგადოების ამ თხოვნას, რომ არგუმენტები მაინც გვითხრან არ აინტერესებთ საზოგადოების ინტერესი... პატიმარმა მამამ-შვილს დაბადების დღე მიულოცა და ამის გამო აკრძალოთ სხდომაზე დასწრება, ეს არასამართლიანია.

მოსამართლე: კიდევ ერთხელ გავაკეთებ განმარტებას, მიუხედავად იმისა მეთქი, რომ აღნიშნული გავრცელდა და მიუხედავად იმისა, რომ მე გაფრთხილება მქონდა ამასთან დაკავშირებით არ გამოვიყენებ ამ ღონისძიებას. მოქმედი კანონმდებლობით ამ ეტაპისთვის აკრძალულია ფოტო-ვიდეო გადაღება და მე ვიმედოვნებ, რომ სხვა მკაცრი საშუალების გამოყენება არ დამჭირდება.

საუბარში ერთვება ვეფხია კასრაძე: რატომ აგვიკრძალეს ფოტო-ვიდეო გადაღება, რატომ არ უნდათ საზოგადოებამ სიმართლე დაინახოს? აი, ამაზეა ბოიკოტი საჭირო.

12:34 14.7.2025

სხდომა დაიწყო. ადვოკატები დაკავებულ დემონსტრანტებთან კონსულტაციებს გადიან. ბრალდებულები დამსწრეებს ესალმებიან, მოიკითხავენ დედებსა და მეგობრებს. 150-კაციანი დარბაზი ნახევრადასავსე ან ნახევრადცარიელია.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG