Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
განახლებები სასამართლოდან - ლაივბლოგი
განახლებები სასამართლოდან - ლაივბლოგი

8 დემონსტრანტის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (14/07/2025)

ჯგუფური ძალადობის 8-პირიან საქმეზე დღეს პროკურატურას ორი მოწმე ჰყავს, ერთი დაზარალებულის სტატუსის მქონე პოლიციელია, მეორე გამომძიებელი. პროკურორებს დღეს სურთ გაარკვიონ, ისურვებენ თუ არა შსს-ს ოპერატორის დაკითხვას, რომელმაც დემონსტრანტების წინააღმდეგ ვიდეოები გადაიღო.

14:02 14.7.2025

უდავოდ ცნობის მიუხედავად, პროკურორებმა ამ მოწმეების დაკითხვა მოითხოვეს. მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ისინი არ დაიკითხებიან.

13:57 14.7.2025

დაცვის მხარემ უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მოწმეები, რომლებიც შსს-ს ოპერატორები არიან და აქციების დროს დემონსტრანტებს ვიდეოებს უღებდნენ. ეს ნიშნავს, რომ ისინი სასამართლო სხდომაზე არ გამოიკითხებიან. ადვოკატებმა დააზუსტეს, რომ ისინი უდავოდ ცნობენ მოწმეს და არა იმ ვიდეოების შინაარსს, რომელიც ამ ოპერატორებმა გადაიღეს.

13:46 14.7.2025

ჯანიკაშვილის დაკითხვა დასრულდა.

13:38 14.7.2025

ადვოკატი, გუჯა ავსაჯანიშვილი აჩვენებს პოლიციელს ვიდეოს, რომელიც ნიკოლოზ ჯავახიშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებაა და ეკითხება: რა ტერიტორიაა ეს? დაადგინეს, რომ თბილისის მერიოტის წინ, რუსთაველის გამზირზეა ვიდეო გადაღებული.

ამის შემდეგ გუჯა ავსაჯანიშვილი კითხულობს, დაისვარა თუ არა მისი ფორმა სისხლით. პოლიიციელი უდასტურებს. ასევე ირკვევა, რომ მას გამომძიებლისთვის არ მიუცია სისხლიანი ფორმა და გარეცხა.

„28-წლიანი გამოცდილების პოლიციელმა ნივთმტკიცება გარეცხეთ?", - სვამს რიტორიკულ კითხვას ავსაჯანიშვილი.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG