Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
11 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი სასამართლოდან
11 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი სასამართლოდან

11 დემონსტრანტის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (15/07/2025)

ჯგუფური ძალადობის 11-პირიანი საქმის განხილვა ისევ დაგვიანებით დაიწყო. წინასწარი ინფორმაციით, პროკურატურას ისევ ორი მოწმე ჰყავს მოყვანილი. ამ საქმისთვის მთელი დღეა გამოყოფილი.

16:39 15.7.2025

პროკურორი აპაუზებს ვიდეოს, მიუთითებს პირბადიან კაცზე და ამბობს, ეს არის ირაკლი ქერაშვილი.

ვიდეოს აფასებს რევაზ აჭარაძე და პარალელს ავლებს ჰაბიტოსკოპიურ ექსპერტის დღევანდელ მონაყოლთან. ექსპერტმა თქვა, რომ ვიდეოში დაინახეს წვერი, დაშორება წარბებს შორის, ცხვირი. ვიდეოში პირი, რომელზეც უთითებს პროკურორი, პროფილში დგას და თეთრი პირბადე აცვია.

16:39 15.7.2025

იწყება ვიდეომტკიცებულებების შესწავლა, ანუ ყველაზე რთული ეტაპი ჩემთვის, როგორც ბლოკის ავტორისთვის. სხდომის ამ ეტაპზე მიწევს აღვწერო და არა გაჩვენოთ. მედია სხდომებს ვეღარ იღებს, ახალი წესით.

16:28 15.7.2025

ტექნიკურ პრობლემებთან ერთად და ბრალდებულების სხდომათა დარბაზში დაბრუნების ფონზე განგაშის სისტემა ირთვება. ისმის - „ყურადღება სახანძრო განგაშია, დატოვეთ შენობა“. მანდატურებმა გაარკვიეს, რომ ტყუილი განგაშია, სხდომა დაიწყო.

16:28 15.7.2025

ტექნიკური პრობლემების მოგვარებამდე, რის გამოც სხდომა თითქმის ორი საათით დაპაუზდა, შევიტყვეთ, რომ მეორე მოწმე დაზარალებული პოლიციელი გიორგი კაკალაშვილი წავიდა, ის დღეს არ დაიკითხება. პროკურორებმა სხდომათა დარბაზში ტელევიზორი ჩართეს, რაც ნიშნავს, რომ ვიდეოების შესწავლა გრძელდება.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG