Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
11 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი სასამართლოდან
11 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი სასამართლოდან

11 დემონსტრანტის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (15/07/2025)

ჯგუფური ძალადობის 11-პირიანი საქმის განხილვა ისევ დაგვიანებით დაიწყო. წინასწარი ინფორმაციით, პროკურატურას ისევ ორი მოწმე ჰყავს მოყვანილი. ამ საქმისთვის მთელი დღეა გამოყოფილი.

15:38 15.7.2025

ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხების გამო სხდომა შეწყდა. მხარეები, მოსამართლე და ბრალდებულები დარბაზში არიან.

15:38 15.7.2025

მორიგ ჯერზე შესვენება გამოცხადდა, ელექტროენერგიის გათიშვის გამო ვერ ხდება სხდომის ოქმის ჩაწერა, ამიტომ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი სხდომას ვერ აგრძელებ. შესვენება 4 საათამდე გამოცხადდა.

16:28 15.7.2025

ტექნიკური პრობლემების მოგვარებამდე, რის გამოც სხდომა თითქმის ორი საათით დაპაუზდა, შევიტყვეთ, რომ მეორე მოწმე დაზარალებული პოლიციელი გიორგი კაკალაშვილი წავიდა, ის დღეს არ დაიკითხება. პროკურორებმა სხდომათა დარბაზში ტელევიზორი ჩართეს, რაც ნიშნავს, რომ ვიდეოების შესწავლა გრძელდება.

16:28 15.7.2025

ტექნიკურ პრობლემებთან ერთად და ბრალდებულების სხდომათა დარბაზში დაბრუნების ფონზე განგაშის სისტემა ირთვება. ისმის - „ყურადღება სახანძრო განგაშია, დატოვეთ შენობა“. მანდატურებმა გაარკვიეს, რომ ტყუილი განგაშია, სხდომა დაიწყო.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG