პროკურატურის მიერ მოტანილ ვიდეოებში, რომელიც შსს-ს ოპერატორების მიერაა გადაღებული, ისმის როგორ იგინებიან სამართალდამცველები უშვერი სიტყვებით აქციის მონაწილეების მისამართით.
„ის რაც ვიდეოებში ვნახეთ არის სამართალდამცველების უკანონო ქცევის შედეგი“, - ამბობს ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი.
ომარ ფურცელაძე მიმართავს თხოვნით მოსამართლეს, ნინო გალუსტაშვილს: „ძალიან გთხოვთ, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, ერთი აბზაცი დაუთმეთ გადაწყვეტილებაში ამ ვიდეოებს“.
„ნივთები რომ ესროლეს სამართალდამცველებს?“, - კითხულობს ვაჟა თოდუა.
ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი აფასებს ვიდეომტკიცებულებას ანდრო ჭიჭინაძის წინააღმდეგ.
“თქვენ თუ ციცხალი დარჩით… მოდი,მოდი აქ! - ამას ამბობენ სამართალდამცველები... პროკურრატურამ ამოჭრა ის კადრი, სადაც სამართალდამცავი იმაზე უარესს სჩადიოდა სავარაუდოდ, რაც ჩვევნ ახლა ვნახეთ. კანონის დარღვევას ვხედავთ სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას, შეურაცხყოფას. ვიდეოში ჩანს, რომ ძალადობრივ ფონს მხოლოდ სახელმწიფო ქმნიდა და ამისთვის იყენებდა სამართალდამცველებს”.
„ჯგუფურობა კოორდინირება, მითითება და თუ ონისე ცხადაძეა ნამდვილად ჩანს, რომ ორგანიზებაზე საუბარი ზედმეტია“, - ამბობს ლაშა ცუცქირიძე, ონისე ცხადაძის ადვოკატი. ვიდეოში ჩანს ონისე ცხადაძე, რომელიც სავარაუდოდ ისვრის პლასმასის ბოთლს, არ ჩანს სად ვარდება ბოთლი და ხვდება თუ არა ვინმეს. ადვოკატის თქმით, ეს ბოთლი თავდაპირველად აქციის მონაწილეების მისამართით პოლიციამ ისროლა.
ფორუმი