ადვოკატები გვიყვებიან ექიმის ნათქვამს გორგაძის გასინჯვის შემდეგ - “ექიმმა გასინჯა, მშიერ კუჭზე დალია ნიმესილი, რამდენიმე დღის წინ ფილტვების ანთება ჰქონდა და შემდეგ პერიოდს ახასიათებს მსგავსი სიმპტომები.
საჭმელს მოუტანენ, სასწრაფოს ბრიგადაც შეაფასებს მდგომარეობას და იმის მიხედვით გადაწყვეტენ”. სხდომა შეჩერებულია იქამდე, სანამ ბოლომდე არ გაირკვევა გიორგი გორგაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
დედა და მამა შეუშვეს 21 წლის შვილთან. მათ ექიმი ესაუბრება.
სხდომათა დარბაზის კართან დგანან მშობლები და უყურებენ შვილს. ის დარბაზშია, ადვოკატის თქმით, მოსამართლემ მოითხოვა მისი ჩამოყვანა ექიმთან ერთად, რომ თავად ენახა, როგორ არის. მშობლებთან ცნობები ადვოკატებს გამოაქვთ. გორგაძე უკეთაა, დილით ნაჭამი არ იყო და სავარაუდოდ, ტკივილგამაყუჩებელი, წამალი ჰქონდა დალეული.
დამსწრეები დარბაზიდან გამოიყვანეს... გორგაძესთან სასამართლოს ექიმია შესული.
გორგაძის მამა მანდატურებს მიმართავს: „არასდროს ხომ ხმა არ ამომიღია, ვიქნები აქ, დავინახავ, რომ ჩემი შვილი კარგადაა და დავჯდები მერე".
მართლაც გორგაძის დედა და მამა ყოველ სხდომას ჩუმად ესწრებიან. ერთმანეთის გვერდით ზიან და სხდომას ყურადღებით უსმენენ.
ფორუმი