Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
განახლებები სასამართლოდან - ლაივბლოგი
განახლებები სასამართლოდან - ლაივბლოგი

8 დემონსტრანტის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (16/07/2025)

ვაგრძელებთ დემონსტრანტების წინააღმდეგ ჯგუფური ძალადობის საქმეების სასამართლოებიდან ლაივბლოგს. მხარეები მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე არიან. დღეს პროკურატურის ორ მოწმეს დაკითხავენ.

17:31 16.7.2025

იძახებენ სხდომათა დარბაზში კიდევ ერთ მოწმეს. ადვოკატი, დავით ჭიკაიძე შესვენებას ითხოვს. მოსამართლე განმარტავს დღევანდელი სხდომის ნახევარი საათით დაგვიანებით დაწყების მიზეზებს, ამბობს, რომ საქმე ჰქონდა დასასრულებელი და განაჩენი უნდა გამოეცხადებიან, ამის შემდეგ გიორგი გორგაძის შეუძლოს ყოფნა ახსენა და თქვა, რომ მორალური უფლება არ ჰქონდა სხდომის გაგრძელების.

საბოლოოდ, დისკუსია დამთავრდა იმით, რომ სხდომა გადაინიშნა 18 ივლისს. მეორე მოწმე ვერ დაკითხეს.

17:29 16.7.2025

კითხვებს სვამს ბრალდებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი:

- სამოქალაქო კოდექსის 168 და 170 მუხლები, რა არის რაზეც გაფრთხილებული ხართ?

[პროკურორი აპროტესტებს, მოსამართლე არ იცილებს კითხვას]

მოწმე: გაფრთხილებული ვარ არ გადავამეტო ჩემს უფლებამოსილებას, ყალბი დასკვნა არ უნდა გავცე

ერთვება ადვოკატი, გუჯა ავსაჯანიშვილი: სამოქალაქო კოდექსით ხართ გაფრთხილებული, სისხლში რომ არ აგერიოთ....?

მოწმე: ზუსტად არ მახსოვს

ჯავახიშვილი: სიხლის სამართლი 51-52 მუხლები, რა არის რაზეც გაფრთხილებული ხართ?

მოწმე: ყალბი დასკვნის გაცემაზე, უფლებამოსილების გადამეტებაზე, ცრუ ჩვენების მიცემაზე.

17:22 16.7.2025

გუჯა ავსაჯანიშვილი ეკითხება მოწმე ექსპერტს: 10 წლის განმავლობაში ერთხელ მაინც თუ ჩაგიტარებიათ ექსპერტიზა დაცვის მხარის მომართვის საფუძველზე?

მოწმე: არა...[გავიგე - აჩერებს ადვოკატი. მოსამართლე აგრძელებინებს - „მე მაინტერესებს, თქვით"]

აგრძელებს მოწმე ექსპერტი: შსს-ს თუ მიმართა დაცვის მხარემ დოკუმენტით და აღიძრა საქმე ვერ გაგცემთ პასუხს... და დაცვის მხარეს არასდროს მოუმართავს

ადვოკატი: თქვენ ხომ ბრძანდებით პოლიციელი, რა წოდება გაქვთ?

მოწმე: ვიცე-პოლკოვნიკი ვარ.

16:29 16.7.2025

უკვე ერთ საათზე მეტია ადვოკატი, გუჯა ავსაჯანიშვილი აქვეყნებს პროკურატურის ვიდეომტკიცებულებებს ნიკოლოზ ჯავახიშვილის წინააღმდეგ და დეტალურად ეკითხება ექსპერტს, როგორ ჩაატარა ჰაბიტოსკოპიური დასკვნა. პროკურორები აპროტესტებენ, მიაჩნიათ, რომ „ვერ ხვდებიან ეს კითხვები რა შუაშია საქმესთან“.

ადვოკატი პასუხობს, რომ „დასკვნით სიტყვაში გაიგებენ, რა შუაშია“.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG