Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
განახლებები სასამართლოდან - ლაივბლოგი
განახლებები სასამართლოდან - ლაივბლოგი

8 დემონსტრანტის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (16/07/2025)

ვაგრძელებთ დემონსტრანტების წინააღმდეგ ჯგუფური ძალადობის საქმეების სასამართლოებიდან ლაივბლოგს. მხარეები მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე არიან. დღეს პროკურატურის ორ მოწმეს დაკითხავენ.

13:02 16.7.2025

სხდომა ერთი საათის დაგვიანებით იწყება. წინასწარი ცნობით, პროკურატურას ორი დღეს მოწმე ჰყავს მოყვანილი.

13:14 16.7.2025

ბრალდებულები შემოიყვანეს. გიორგი გორგაძეს სახეზე ფერი არ აქვს. მათთვის გამოყოფილ სივრცეში (რომელიც მინის არაა და მხოლოდ ხის ბარიერი ჰყოფს დამსწრეებისგან) სკამზე ზის და თავი ხელებში აქვს ჩარგული ...ბრალდებულის სკამზე ზის და ხელებში აქვს თავი ჩარგული. ეს დაინახა დედამ და აქედან იწყება სცენა, რომელიც ყველასთვის მძიმე სანახავია.

ის აღარ უსმენს მანდატურებს, აღარ ფიქრობს წესებზე, შედის იქ, სადაც წესით არ უშვებენ ხოლმე მშობლებს, დგება ბადრაგის პირისპირ და აკანკალებული იწყებს საუბარს: რა ჭირს ჩემს შვილს, მიხედეთ.. თქვენს შვილს რომ ეს მოუვიდეს რას უზამთ, არ შეიძლება ასე ადამიანი აწამო... ექიმი მოიყვანეთ... რატომ არ აქცევთ ყურადღებას...მოვითხოვ სასწრაფოს გამოძახებას...ფილტვების ანთება ჰქონდა... სადისტენი ხართ...[ფრაგმენტულად ისმის ფრაზებიც და ფრაგმენტულად მესმის ხმა]

გორგაძის დედა ამ მომენტში არღვევს დუმილს და საუბრობს ისე ხმამაღლა, როგორც არასდროს მას შემდეგ, რაც მისი შვილი დააკავეს. „დამშვიდდით“ - ისმის ხმები. მოდის სასამართლოს ექიმი, გამოიძახეს სასწრაფოც. ადვოკატის ცნობით, დილით კარგად იყო, თუმცა გზად შეუძლოდ გახდა.

„დაამშვიდე დედამისი და უთხარი, რომ ჩვენ გავიყვანთ დარბაზიდან“, - ეუბნება მიმინოშვილი დედას, ელენეს. ელენე მიდის გორგაძის დედასთან, მხარზე ხელს ადებს და შვილის დანაბარებს აცნობს. ბადრაგებს გორგაძე გაყავთ.

ახლა ყველა ფეხზეა, მხარეები, მოსამართლე, მანდატურები, დამსწრეები, სხდომა ვერ იწყება... გიორგი გოგრაძის დედა ბარიერზეა ჩამოყრდნობილი და ელოდება, რას იტყვის ექიმი, ელოდება, რომ შვილს ფერი დაუბრუნდეს.

დროდადრო თავს ვერ იკავებს და ხან პროკურორებს მიმართავს, ხან მანდატურებს:

„... გამოიყვანეს დამნაშავეები, არ გრცხვენიათ, რის გამო ზიან...". დარბაზში ხმაურია.

ისმის დედების შეძახილები: - გამოუტანეთ განაჩენი და დაასრულეთ!.. რატომ გვაწამებთ ამდენს… დაასრულეთ!.. ისედაც ყველამ ვიცით რასაც იზამთ, დაასრულეთ ეს ყველაფერი…

გორგაძის მამა მანდატურებს მიმართავს: „არასდროს ხომ ხმა არ ამომიღია, ვიქნები აქ, დავინახავ, რომ ჩემი შვილი კარგადაა და დავჯდები მერე".

მართლაც გორგაძის დედა და მამა ყოველ სხდომას ჩუმად ესწრებიან. ერთმანეთის გვერდით ზიან და სხდომას ყურადღებით უსმენენ.

13:15 16.7.2025

რაღაცის დავარდნის ხმა ისმის.

გორგაძის დედა: ბავშვი დავარდა...

მანდატური: დამშვიდდით ქალბატონო, დავინახე, ბოთლი დაუვარდა.

ეს არის სცენა, როცა დედა ვერ უახლოვდება ცუდად მყოფს შვილს, ვეღარც თვალით ხედავს.

13:20 16.7.2025

რაღაცის დავარდნის ხმა ისმის.

გორგაძის დედა: ბავშვი დავარდა...

მანდატური: დამშვიდდით ქალბატონო, დავინახე, ბოთლი დაუვარდა.

ეს არის სცენა, როცა დედა ვერ უახლოვდება ცუდად მყოფს შვილს, ვეღარც თვალით ხედავს.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG