Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
განახლებები სასამართლოდან - ლაივბლოგი
განახლებები სასამართლოდან - ლაივბლოგი

8 დემონსტრანტის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (16/07/2025)

ვაგრძელებთ დემონსტრანტების წინააღმდეგ ჯგუფური ძალადობის საქმეების სასამართლოებიდან ლაივბლოგს. მხარეები მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე არიან. დღეს პროკურატურის ორ მოწმეს დაკითხავენ.

15:38 16.7.2025

დღევანდელი სხდომა დატოვა 21 წლის გიორგი გორგაძემ, მას შემდეგ, რაც დღის პირველ ნახევარში შეუძლოდ გახდა.

„ჯანმრთელობს მდგომარეობის გამო მსურს დატოვება, ცუდად ვგრძნობ თავს...", - ამბობს ის.

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის თქმით, თუ ბრალდებული ცუდადაა ვალდებულია შესვენება გამოაცხადოს. ამასთან დაამატა, რომ მისი ადვოკატისგან სხვა ინფორმაცია ჰქონდა: „შოთამ[ადვოკატმა] მითხრა, რომ უბრალოდ გსურდათ დაგეტოვებინათ პროცესი, თუ ცუდად ხართ შესვენება უნდა გამოვაცხადო... ".

გიორგი გორგაძე ხან მოსამართლეს შეხედავს, ხან ადვოკატს: „უბრალოდ მინდა, რომ ციხეზე დამაბრუნონ, მეტი არაფერი არ მინდა".

საუბარში ერთვება ადვოკატი, შოთა თუთბერიძე: „ბატონო მოსამართლე, ეტყობა არასწორად გადმოგეცით - მას არ სურს სხდომაზე დასწრება, ცუდად იყო მოგეხსენებათ, ურჩევნია დაბრუნდეს და დაისვენოს, სასწრაფოს გამოძახება არ გვჭირდება, უბრალოდ სურს უკან დაბრუნება".

მოსამართლე ისევ აზუსტებს - არ სურს პროცესზე მონაწილეობის მიღება, ასეა?

ადვოკატი ეთანხმება.

15:31 16.7.2025

კითხვის განრიდების დროს დასაბუთებაში პროკურორი მოწმეს კარნახობს პასუხობს - ამბობს გუჯა ავსაჯანიშვილი. ამის მცდელობას ადასტურებს თამარ მჭედლიშვილიც და იმეორებს: „რა საჭიროა, რა საჭიროა".

„მგონი თქვენ იქნებით პირველი პროკურორი ვისაც გააძევებენ", - ამბობს ადვოკატი, გუჯა ავსაჯანიშვილი.

მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილი აცხადებს, რომ წესრიგს მხარეები არღვევენ, უყურებს პროკურორებს.

„ბრალდებულებს შენიშვნას არ ვაძლევ და დამსწრეებს შენიშვნას არ ვაძლევ, მხოლოდ მხარეებს პროკურორებს, ადვოკატებს და მოწმეს ვაძლევ შენიშვნას, წესრიგს არღვევთ სხდომაზე", - ამბობს მოსამართლე.

14:59 16.7.2025

ადვოკატ დავით ჭიკაიძის კითხვებს მონტაჟთან დაკავშირებით აპროტესტებენ პროკურორები. მოსამართლე ბრაზდება: „აი, რას აპროტესტებთ, ისიც კი ვერ გავიგე, რა კითხვა დასვა ადვოკატმა და რას აპროტესტებთ".

თამარ მჭედლიშვილი აგრძელებს - „ჩემი სამოსამართლო კარიერის განმავლობაში არავინ მყავს დაჯარიმებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლით და არ მინდა, რომ ამ სხდომაზე გამოვიყენო".

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, სასამართლო სხდომაზე წესრიგის დამრღვევ პირს, მათ შორის, გაძევებულ პირს, სხდომის თავმჯდომარის განკარგულებით შეიძლება დაეკისროს ჯარიმა 50 ლარიდან 500 ლარამდე ოდენობით, რაზედაც გაიცემა სააღსრულებო ფურცელი. თუ დაჯარიმებული პირი კვლავ განაგრძობს წესრიგის დარღვევას, სხდომის თავმჯდომარეს შეუძლია დაუყოვნებლივ გაზარდოს ჯარიმის ოდენობა ამ ნაწილით განსაზღვრულ ფარგლებში.

14:57 16.7.2025

ყველა ექსპერტთან ადვოკატები ცდილობენ გაარკვიონ, აქვს თუ არა საკვლევ ვიდეოს მონტაჟის კვალი. ექსპერტები ამბობენ, რომ ვიდეო არ უკვლევიათ, იკვლიეს მხოლოდ „გამოძიებისთვის საინტერესო პიროვნების“ გამოსახულება და ასკვნიან, რომ „ეს გამოსახულებები არ შეიცავდა მონტაჟის ნიშნებს“.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG