მშობლები ეუბნებიან ადვოკატს, გააჟღერონ მათი პოზიცია და გორგაძე კვლევებისთვის კლინიკაში გადაიყვანონ.
სხდომათა დარბაზში გვაბრუნებენ,მას შემდეგ, რაც სასწრაფო მიდის. გიორგი გორგაძის დედა ეუბნება რადიო თავისუფლებას, რომ ექიმის თქმით, მისი შვილი კარგადაა.
ამის მიუხედავად ის დამატებით კვლევებს მოითხოვს. ამ შინაარსის განცხადებით ადვოკატი პენიტენციურ სამსახურს მიმართავს.
ჯგუფური ძალადობის 8-პირიანი საქმის განხილვა გრძელდება, გამოიძახეს მოწმე, ვალერიან მესხი. ის შსს-ს ექსპერტია და ჯგუფური ძალადობის მეორე 11-პირიან საქმეზეც დაიკითხა გუშინ, 15 ივლისს.
ვალერიან მესხმა ჩაატარა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა სამი დაკავებულის: ზვიად ცეცხლაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის და გიორგი გორგაძის წინააღმდეგ საქმეში არსებულ ვიდეომტკიცებულებებზე. მან დაუდასტურა გამოძიებას, რომ ვიდეოებში ნამდვილად ისინი არიან ასახულები. ახლა კითხვებს ადვოკატები სვამენ.
ზვიად ცეცხლაძის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა მისმა ადვოკატმა დავით ჭიკაიძემ. მას აინტერესებს ის ნიშანთვისებები, რის საფუძველზეც ექსპერტმა დაწერა, რომ ვიდეოზე ზვიად ცეცხლაძეა.
ფორუმი