სხდომა დასრულდა. ჯვებე ნაჭყებია გადაწყვეტილებას 28 ივლისს 10:30-ზე გამოაცხადებს.
აგრძელებს ანატოლი გიგაური: „ვხედავ, როგორ მოდის პოლიციის ხუთი მანქანა".
[ბრალდებული აღწერს, როგორ გადმოვიდა მანქანიდან და როგორ შეუკრეს ხელები ზურგს უკან.]
„წარბი გამიხეთქეს, დამაგდეს და ნეკნებში წიხლებს მირტყამდნენ. რუსებმა ვერ მომკლეს და თქვენ მაინც მომკალით, ვუთხარი".
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ფიზიკურად გაუსწორდნენ წაიყვანეს სამმართველოში და მერვე სართულზე აიყვანეს.
„ცირკობდნენ, ამ ვითარებას რომ შევხედე ვთქვი, დუმილის უფლებას ვიყენებ მეთქი", - ამბობს გიგაური და აგრძელებს:„გაბუნიამ რომ მუშტები მირტყა თავში, სამედიცინო ფოტო შეგიძლიათ ნახოთ, რომ მე ჰემატომები მაქვს თავზე... ის მართალია, რომ ამბობს არ ჰქონდაო მერე გამიჩნდა.. მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ისეთ ბინძურ სიტყვებს მეუბნებოდა როგორაა საერთოდ პოლიციელი. მე იქაც შევუბრუნე ამას ხელი, რომ დამიწყო თავში რტყმა ეს ბორკილებიანი ხელი შევუბრუნე.
„შენი იდეინი დედაო“ და დამარტყეს. მოძალადე და კრიმინალები არიან, რა მუნდირის პატივისცემა.
ღამეებს ვათენებდი, ვვარჯიშობდი ვშრომობდი ვიბრძოდი იმისთვის, რომ დავმდგარიყავი კვარცხლბეკზე და ამეწია საქართველოს დროშა და მომესმინა საქართველოს ჰიმნი... შემდეგ გავხდი პედაგოგი სპორტის და ვასწავლიდი 100 ბავშვს. ისე აღვზარდე ისინი არავის უყაჩაღია და მოუპარია... გარკვეული უსამართლობის გამო დავტოვე პედაგოგიური სამსახური და შევედი შეიარაღებულ ძალებში. ჩემი მაღალი პასუხისმგებლობით მივაღწიე იმდენს, ყველაზე ურთულესს თუ რამე არსებობს ამიერკავკასიაში, გავიარე ყველაზე დიდი შერჩევა და გავხდი სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანიშნულების წევრი. ღირსება ერთგულება თავდადება ეს არის ჩემი მიზანი, ვემსახურო ჩემს ქვეყანას ღირსებით, ერთგულებით, თავდადებით..
ტყვიაზე წასვლაც კი, მარტო ტყვიაზე წასვლა კი არა, 300 ვითომ თანამებრძოლი დამიპირისპირდა კიდევაც, რომ 2008-ში იარაღი დამეგდო. დავურეკე და ვუთხარი პაპაჩემს - ყველამ იარაღი დააგდო და მე ვერ შევძელი მეთქი, მერე ეგ მინდოდაო? - მე ტელეფონი გავთიშე. მე მინდოდა, ეს ჩემს ღირსებს უნდოდა ეს.
მე ვარ ციხეში უსამართლოდ. იცით, როგორი შეურაცხყოფილი ვარ? მაგრამ ამას ვიტან ღირსებით. პაპაჩემმა მითხრა სამართალი ურმით დადის და შენს სახლთანაც გაჩერდებაო...
პროკურორი არის წვეთი ვედროში, მე ვარ ნიავი, რომელიც ამ წვეთს ამოაშრობს...
მე თუ ასე მექცევიან, თქვენ წარმოგიდგენიათ გლეხი, რომელმაც ყველის ამოყვანა იცის საუკეთესოდ და პროდუქტის წარმოება იცის საუკეთესოდ, მათ რას უზამენ? მე მინდა, რომ ყველა ღირსეულად ცხოვრობდეს.
ერთადერთი ადამიანი ვარ, ვისაც შეუძლია არგუმენტირებულად გითხრათ, რატომ უნდა დავაბრუნოთ უმაღლესი სასამართლო იერარქია ქარელში. ასე რომ, თუ ვინმე არის პასუხისმგებლობიანი ადამიანი, ეს ვარ მე. და თუ ვინმეს აქვს პრეტენზია, რომ ჩემზე მეტი პასუხისმგებლობიანია, მოჰყვეს ვინ იყო. ვიბრძოდი ამ ქვეყნის დასაცავად, არ დამიზოგია თავი, ვიბრძოდი ტერორიზმის წინააღმდეგ ავღანეთში, საქართველოს დროშა არ დამიშვია და იქ ვაფრიალებდი მუდმივად. დედაქალაქ ქაბულში, სადაც ნატოს ხუთვარსკვლავიან გენერლებს მიჰყავდათ ოპერაციები, იმ ოთახსაც ვიცავდით ჩვენ".
სიტყვას ამბობს ანატოლი გიგაური. მისი თქმით, „კოდექსებით გაწვრთნილი არაა და გლეხურად ისაუბრებს".
„აქციაზე ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე, გვესაჭიროება ხმის გამაძლიერებელი, ვისაც ვუჭერ მხარს, იმ პარტიის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეს მანქანა შემოეყვანათ, მერიოტთან იყო პოლიციელების კორდონი. 30 საპატრულო მანქანა იდგა. გააჩერეს ჩვენი მანქანა. როცა გავიგეთ, რომ მანქანა გააჩერეს ამოვედი მერიოტთან და ჩემს გვერდზე იყო გიორგი ვაშაძე და ვაშაძეს ველაპარაკებოდი, რა გავაკეთოთ-მეთქი.
ამ დროს რომ მივედი, ბიჭებო, რატომ აჩერებთ, მეც ყოფილი თანამშრომელი ვარ-მეთქი.. ჩაცმულობითაც შესაბამისობაში ვიყავი.. სად მუშაობთ-მეთქი, ერთ-ერთს ვკითხე, გამოდგა დიღმის მასივის ერთ-ერთი თანამშრომელი პოლიციელი. მან მითხრა, ხალხი მოიყვანეთ ბევრი და შეგიშვებთო. ვუთხარი ვაშაძეს, რომელიც წავიდა ქვევით და მეც გავყევი.. ვაშაძემ გამოაცხადა, უსამართლოდ გვექცევიან და მოგვეშველეთო... ადამიანები დაიძრნენ მერიოტისკენ... როგორც კი მოვგროვდით ბევრი ხალხი, ეს მანქანა შემოუშვეს.. ერთი ჩადგა წინ, რომ ხალხი არ გადმოვიდეს..
ამ დროს პირველი ტყუილი პოლიციელებისგან ითქვა ის, რომ ხუთი წუთი გაგვაჩერეს. ნაკადს მოვყვებოდით, ჩემ გვერდით იყვნენ პოლიტიკური ფიგურები, სოფო და თიკა [ბოკუჩავა და ჯაფარიძე].... წინ მოდის გაბუნია, მეორე მოსდევს, ამ ხალხს ყრიან აქეთ-იქით და მანქანის წინ დგებიან. ამაზე გამოვხატე პროტესტი - რას აკეთებთ.
ჩვენ გვაქვს კონსტიტუციით მინიჭებული მანიფესტირების უფლება და ვინ გვიზღუდავს ამ უფლებას-მეთქი? თბილისის პოლიციის რომელიღაცა განყოფილების რომელიღაცა პოლიციელი გვიზღუდავს.
ეგენი აღარ არიან პოლიციელები, ეგენი არიან კანონდამრღვევები...
შემოდიან ესენი, მივდივარ მე და ვეუბნები ქალბატონს [პოლიციელს] გადაიწიეთ-მეთქი, ამ დროს მხვდება სახეში მუშტი, მივდივარ, მე ვფიქრობდი, რომ ხელი მომეკიდა. მისი იდენტიფიცირება მინდოდა... ის იგინება ძალიან უხეშად და უღირსად, მუნდირის მატარებელმა კაცმა ეგ როგორ უნდა იკადრო. მაყენებს შეურაცხყოფას და იგინება, ცდილობს დარტყმას, ამ დროს ჩემი მიზანი არის, მინდოდა დამერტყა, მაგრამ ვიფიქრე, რომ ეს არის პროვოკაცია და მოვიშორო... ვნახე ვიდეო, ქარელელმა ბიჭმა მაჩვენა შენი ვიდეო დაიდოო და ვნახე ეგ მომენტი ხელს ვკრავ, თუ გინდათ სროლად ჩათვალეთ, მე ვკრავ ხელს, რომ მოვიშორო, ვიცი, რომ ეს არის პროვოკაცია... ეს პოლიციელები - გარკვეული ჭორების დონეზე მოვიდა ჩემთან ინფორმაცია, მათი ხელმძღვანელი - უშუალოდ მე რომ გეუბნებოდით, მათი მოქმედებების მიღმა 50 პოლიციელი იდგა და მაგ ხელმძღვანელთან ერთად მოქმედებდა იმედის ტელევიზია...
თავიდანვე ჰქონდათ კამერები ჩართული, ერთი მანქანის მარცხენა და მეორე მარჯვენა მხრიდან, იმ ადგილისკენ მომართული, სადაც ეს ყველაფერი უნდა მოხდეს. ჩემს ხელს უმიზნებს კამერა, რომ დააფიქსიროს და აიღოს კადრი, რისთვისაც იქაა.
რაც წამოსცდა გაბუნიას, მანამ მნახა ვაშაძესთან ერთად, აქედან ვფიქრობ, რომ ის წინასწარ ჩემი სიძულვილით იყო გამსჭვალული. მას ჰქონდა მითითება, რომ მხარს ვუჭერდი ნაციონალურ მოძრაობას და გავხდი მისი ზიზღის ობიექტი. გამოვდივარ, რუსთაველს ვტოვებ, მე ვიცი ჩემი გამოცდილებიდან, რაც ხდება და ვეფხი და მოყმესთან სანამ მოვედი, ჩემი მეგობარი საუბრობს ტელეფონზე, ჩვენ ვიყავით მთელ სისტემაში აყვანილი... ამ დროს უკვე ვაკონტროლებ სიტუაციას და ვიწყებ მანქანიდან ყურებას.
ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე ერთ საათზე მეტია, საუბრობს და აფასებს საქმეში სხვადასხვა გარემოებას. მან მოსამართლეს შესთავაზა გადაკვალიფიცირდეს მუხლი.
„ნებისმიერი მოქმედება, რომელსაც თქვენ აუცილებელ მოგერიებას არ დაარქმევთ, იქნება ძალადობა და არა თავდასხმა პოლიციელზე", - ამბობს ადვოკატი და ამატებს: „იმის გაჟღერებით, რომ პოლიციელი, რომელიც ძალადობრივ მოქმედებას ახორციელებს, აღარ არის პოლიციელი, არ ეწინააღმდეგება ფაქტობრივ გარემოებებს... თქვენ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის [ეს უწყება იძიებს პოლიციელების მხრიდან გადაცდომებსა და ძალადობას] გარეშე შეგწევთ უფლება, შეაფასოთ მისი მოქმედება და მინდა დამეთანხმოთ ამაში".
ფორუმი