აგრძელებს დაკითხვას ადვოკატი, ჩომახაშვილი:
ადვოკატი: თქვენთვის ცნობილია, რომელ ოქმს აწერთ ხელს?
მოწმე: დიახ
ადვოკატი: კი ბატონო, თქვენთვის ცნობილია, რომ ეს რამდენიმე საათიანი ვიდეო საქმეში წარმოდგენილი არ არის? ეს მთლიანი ვიდეო, რომ ჩვენ არ გვაქვს ახლა სასამართლოში ცნობილია თქვენთვის?
მოწმე: ესე დეტალურად რამდენ წამიანი ვიდეო გადმოწერა, არ ვიცი
ადვოკატი: გიორგი ტერიშვილის კადრები, რომ გადმოწერა, სანამ ხელს მოაწერდით ნახეთ ეს კადრები?
მოწმე: გადმოწერის შემდეგ არ მინახავს, მაგრამ გადმოწერას ვუყურე
ადვოკატი: იმ ვიდეოში, ჩანდა თუ არა როგორ ისვრის პოლიციელი ქვას მშვიდობიანი მოქალაქის მიმართულებით?
მოწმე: არ დამინახავს
კითხვებს სვამს, გიორგი ტერიშვილის ადვოკატი, ირაკლი ჩომახაშვილი:
ადვოკატი: მოწმემ გასცა პასუხი, თავდაპირველად, რომ ეს პირი იყო მისი პირადი კონტაქტიო და შემდეგ კონფიდენტი ახსენეთ და რითი განსხვავდება ეს ორი ტერმინი?
მოწმე: ეს იყო ცემი პირადი კონტაქტი
ადვოკატი: მაშინ იცით კონფიდენტი, რას ნიშნავს? გყოლიათ თქვენ კონფიდენტი? ამას გეკითხებით რათა სასამართლოს დავუმტკიცოთ, რომ ამ ორ სიტყვის შორის განსხვავება იცით.
მოწმე: არ მაქვს ამ კითხვაზე პასუხს.
ადვოკატი: რა განსხვავებაა ამ ორ ტერმინს შორის?
მოწმე: არ გაგცემთ პასუხს.
[მოსამართლე ერევა და ამბობს, რომ ამ კითხვაზე მოწმემ უკვე უპასუხა. „მისი აზრები არ გვაინტერესებს, ფაქტობრივ გარემოებებზე ვიღებთ ინფორმაციას", - ამბობს მოწმე და ამატებს ადვოკატის მისამართით: „ეს ჟესტიკულაცია არაა მისაღები".
[ვერ ვხედავთ, რა აწერია ირაკლი ჩომახაშვილს სახეზე, ზურგით ზის]. ის ამბობს: „თქვენი მისამართით არ გამიკეთებიაო, გეტყოდით თქვენ რომ იყოთ ადრესატიო".
„ხელი მოვაწერე იმაზე, რაც ჩემი თვალით ვნახე, კონკრეტული პირები რომ იღებდნენ მონაწილეობას მაგას მოვაწერე, გამომძიებელმა ოთხი წამი გადმოწერა თუ 3 მე არ ვიცი", - ამბობს მოწმე ირაკლი ქერაშვილის ადვოკატის, რევაზ აჭარაძის კითხვებზე პასუხად.
მოწმე: კონკრეტულად რა გაინტერესებთ?
ადვოკატი: როდესაც ლევანი იწერდა ამ ვიდეოებს დისკზე, თქვენ ეს გააკონტროლეთ თუ ვერა?
მოწმე: არა, ვერ გავაკონტროლე, ესეთ კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვაკონტროლებდი’
ადვოკატი: აბა ხელი რას მოაწერეთ?
მოწმე: მე იმას მოვაწერე ხელი, რაც ჩემი თვალით დავინახე.
კითხვებს სვამს, ვალერი თეთრაშვილის ადვოკატი, ირმა ჭკადუა:
- თქვენ ყველა კონფიდენტს დაურეკეთ?
- ერთს მემგონი, ან ორს
- და რა დავალება მიეცით?
- თუ იცოდნენ კონკრეტული ადამიანების სახელები და გვარები და სხვა ინფორმაცია
- და იმწუთშივე გითხრათ, რომ ვიცი და მოვალ გეტყვიო?
- არა, მაშინვე არა, 5-ში მივიღე ეს ინფორმაცია
- დაგირეკათ და ეს გვარები და სახელები გამოგიგზავნათ, თუ თქვენ ჩაიწერეთ?
- არა, მე ჩავიწერე
- სურათებიც ხომ არ მოუწოდებია?
- არა
- ეს თქვენი კონფიდენტი პოლიციის თანამშრომელია ან ოპერატორი?
- არა
- თქვენ მას უთხარით კონკრეტული გვარები და სახელები?
- დიახ
- და შემდეგ გადაამოწმეთ?
- დიახ, მამის სახელებიც და დაბადების თარიღებიც ვიცოდით, ზოგ შემთხვევაში.
- ეს ოპერატორები როცა იღებენ სხვადასხვა შემთხვევებს, თან პასპორტებსაც ხომ არ თხოვენ საინტერესო ადამიანებს?
- ოპერატორი და კონფიდენტი, რა შუაში არიან?
- თქვენი კონფიდენტები, როცა ოპერატიულ ინფორმაციას აგროვებენ, პირებს პასპორტებს არ თხოვენ?
- საერთოდ არ აქვთ კონფიდენტს და ოპერატორს ურთიერთობა.
ფორუმი