Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

⚖ 11 დემონსტრანტის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (21/07/2025)

🔸 განახლებები ნახეთ კომენტარებში

13:44 21.7.2025

იწყება ნივთმტკიცებების გამოკვლევა. მანდატურებმა დარბაზში ერთი დიდი ყუთი შემოიტანეს. ვაჟა თოდუას თეთრი ხელთათმანები აცვია. ყუთიდან იღებს მუქ მწვანე ზამთრის ქურთუკს და აცხადებს, რომ ვალერი თეთრაშვილისაა.

13:43 21.7.2025

ბრალდებულების სახელით სიტყვას ამბობს ანდრო ჭიჭინაძე:

ხელში მიჭირავს სისხლის სამართლის კოდექსი, ჩვენ ვდავობთ 225-ე მუხლით, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს...თქვენ გვედავებით ამ ჯგუფში მონაწილეობას, ჰო? ამავე სისხლის სამართლის კოდექსში წერია ამ მუხლის განმარტება, რომ დადასტურდეს, რასაც გვედავება პროკურატურა უნდა აკმაყოფილებდეს კრიტერიუმებს: ....დროის განსაზღვრულ პერიოდში შეთანხმებულად მოქმედმა სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფმა, რომლის წევრებიც წინასწარ შეკავშირდბენ ერთი ან რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად

აქვე შენიშვნაა: ორგანიზებულად მიიჩნევა ჯგუფი, რომელიც ასევე არ არის შეკავშირებული დანაშაულის დაუყოვნებლივ ჩასადენად.

ამას თუ პროკურორები დაამტკიცებენ, ყოჩაღ ამათ".

13:43 21.7.2025

მოწმის თქმით, პირადი კონტაქტი ხშირად აწვდის ინფორმაციას. მას არ უკითხავს „დანაშაულის ინფორმაციის მიმწოდებლისთვის“ იცის თუ არა ვინ არის, ტატო მაისურაძე, ვის გვერდზეც ვიდეო აიტვირთა.

- ამ ვიდეოზე გარდა ტერიშვილისა რა დაინახეთ, ციფრები ეწერა რომელი საათი იყო?

- კი, ციფრები ეწერა

- თქვენთვის ცნობილია რომ ამ საათში რომელიმე პოლიციელი დაზიანდა?

- ჩემთვის ცნობილი არ არის.

- ორგანიზებულ ჯგუფურ მოქმედებებში [ტერიშვილი - რ.თ.] იღებდა მონაწილეობას თუ ორგანიზებულში?

- ჯგუფურში.

- მოხვდა თუ არა ვინმეს რასაც ისვრის?

- არა, არა კადრში არ ჩანს სად მოხვდა...

- ჩანს თუ არა პოლიცია კადრში....

- წყლის ჭავლი ჩანს

- რამდენ მეტრზე ისვრის წყლის ჭავლი?

- არ ვიცი

- რადგან წყლის ჭავლი დაინახეთ, ამიტომ ივარაუდეთ, რომ პოლიცია იდგა

- დიახ

- ამ მოგრძო მუყაოს საგანმა[ასე ვხედავთ ჩვებ] მიაღწია თუ არა პოლიციელამდე, ზედე დარჩა თუ რა ქნა არ იცით, ასეა?

- დიახ.

- კადრში თუ ჩანს, რომ მოპირდაპირე მხარეს ნაგვის ურნები დგას?

- ბარიკადები ჩანს, და მეტი არ ვიცი

- რომელ ტელევიზიას ჰქონდა გაშუქებული ეს?

- Post TV -ს

[დარბაზში სიცილია].

დაკითხვა დასრულდა

13:31 21.7.2025

„კარგად იცნობს სახეზეც, მომაწოდა სახელი გვარი და დაბადების წელიც, გადავამოწმეთ ბაზაში და დადასტურდა, რომ გიორგი ტერიშვილი იყო", - ამბობს მოწმე ოპერატიული ინფორმაციის მიმწოდებელზე, რომელსაც მისივე თქმით, ენდობა.

მისი ჩვენებით, ტერიშვილის ამსახველი ვიდეო გამოქვეყნდა ფეისბუქპროფილზე - ტატო მაისურაძე.

ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი ეკითხება, თუ იცის, რომ კიდევ ერთი დაკავებული დემონსტრანტის საბა სხვიტარიძის საქმეშიც ტატო მაისურაძეც ფიგურირებს.

პროკურატურა იცილებს.

ადვოკატის თქმით, სავარაუდოდ ეს ტატო მაისურაძე არ არსებობს და არის პოლიცია, რომელიც ქმნის ამ ანგარიშებს და ტვირთავს სოციალურ ქსელში ვიდეოებს.

- გადაამოწმეთ თუ არა ბაზაში, რამდენი ტატო მაისურაძე არსებობს?

- არა

- გინდა გითხრათ რამდენიმა?

-...

- მესიჯი არ გაუგზავნეთ, არ ჰქონდაო, მეგობრობა არ გაუგზავნეთ არ ჰქონდაო.. დაადგინეთ თუ არა ტატო მაისურაძე ნამდვილია თუ არა, არ დაგიდგენიათ, არ იცით ასევე ტატო მაისურაძემ მონტაჟით ატვირთა თუ არა აეს ვიდეო

- ეს ვიდეო ტატო მაისურაძეს არ მოუცია

- ვიცი, მაგრამ რა გააკეთეთ გაგერკვიათ არის თუ არა ვიდეო მონტაჟი?

- ეს ჩემს მოვალეობაში არ შედის

- მონტაჟი არის თუ არა ამ ვიდეოში, ეს იცით?

- ჩვენი უშუალო მოვალეობაა, როცა მივიღებთ ინფორმაციას მივიტანოთ, იმის შემდეგ რა მოხდა არ ვიცი...ეს შეგიძლიათ ჰკითხოთ, ვინც ექსპერტიზა დანიშნა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG