Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

⚖ 11 დემონსტრანტის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (21/07/2025)

🔸 განახლებები ნახეთ კომენტარებში

13:44 21.7.2025

იწყება ნივთმტკიცებების გამოკვლევა. მანდატურებმა დარბაზში ერთი დიდი ყუთი შემოიტანეს. ვაჟა თოდუას თეთრი ხელთათმანები აცვია. ყუთიდან იღებს მუქ მწვანე ზამთრის ქურთუკს და აცხადებს, რომ ვალერი თეთრაშვილისაა.

13:45 21.7.2025

ხსნიან რევაზ კიკნაძის დასახელებით პაკეტს, სადაც პროკურორის თქმით დევს აირწინაღი და ყვითელი სათვალე.

[ადვოკატი აღნიშნავს, რომ არცერთი კანონსაწინააღმდეგო ნივთი არაა და იქიდან გამომდინარე, რომ სახლიდანაა ამოღებული არ არის მტკიცებულება, რომ რევაზ კიკნაძეს ეკუთვნის სათვალე და აირწინაღი.]


13:51 21.7.2025

დალუქული პაკეტები ერთმანეთის მიყოლებით იხსნება, პროცესს თან სდევს პროკურორების სიტყვები.

„ლუკა ჯაბუას აირწინაღი"

პროკურორის თქმით, მათ მიერ მოპოვებულ ვიდეომტკიცებულებებში ლუკა ჯაბუას სწორედ ასეთი აირწინაღი აქვს.

ნივთმტკიცებებს შორისაა ევროკავშირის დიდი დროშა.

13:55 21.7.2025

„შემდეგი, ბატონო მოსამართლე რევაზ კიკნაძის ზურგჩანთაა", - ამბობს პროკურორი ვაჟა თოდუა და ხსნის დალუქულ პაკეტს.

ადვოკატ გუჯა ავსაჯანიშვილის თქმით, მათი მხრიდან მტკიცება, რომ რეზო კიკნაძე არა ლისზე, არამედ მეტრო უნივერსიტეტში დააკავეს ამ ჩანთით მყარდება.

„მოწმე, რომელმაც ჩვენ მოგვიყვა დაკავების შესახებ, ამბობს, რომ რევაზ კიკნაძეს ასეთი სამხედრო ვიზუალით ჩანთა ეკეთა, გარეგნული ნიშნები ამოიცნო", - ამბობს ავსაჯანიშვილი.

პირადი ჩხრეკისას ამოღებულ ნივთებს შორისაა: სასტვენი, პირბადე, საწვიმარი.

„ამ ნივთების დათვალიერება ემსახურება იმის ჩვენებას, რომ აქციის მონაწილეებს, რომლებიც ძალადობრივ მოქმედებებს ახორციელებდნენ ჰქონდათ ეს ნივთები“, - ამბობს ვაჟა თოდუა.

ადვოკატი აგრძელებს ჩამონათვალს: ცრემლსადენი გაზის საწინააღმდეგო ხსნარი, წამალი, საღეჭი რეზინი.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG