Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

⚖ 11 დემონსტრანტის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (21/07/2025)

🔸 განახლებები ნახეთ კომენტარებში

14:04 21.7.2025

მეექვსე პარკში პროკურორების თქმით, ონისე ცხადაძის სახლის ჩხრეკისას ამოღებული ნივთებია დალუქული.

პარკიდან ამოიეს ჯარის ფორმის პრინტით გაწყობილი ზურგჩანთა, სამხედრო შარვალი, შავი ხელთათმანები, აირწინაღი, ბალაკლავა, შავი ფერის სათვალე.

„მსგავსი ინვენტარი ჰქონდათ აქციის მონაწილეებს ამიტომ ამოიღეს, ეს ნივთები კადრებში არ ჩანს", - ამბობს პროკურორი.

ადვოკატი დაინტერესდა, კითხვა ხომ არ დაგისვამთ ვისია ეს სამოსი, იქნებ ოჯახის წევრისააო.

„მოცემულ შემთხვევაში ონისე ცხადაძეც ადასტურებს ჩხრეკის სისწორეს", - ამბობს ვაჟა თოდუა.

ერთვება ონისე ცხადაძე.

„რას გულისხმობთ ჩხრეკის სისწორეში?"... კი ჩემი სახლიდანაა ამოღებული, ცხოვრებაში არ გამომიყენებია, უკრაინაში თუ წავალ გამოვიყენებ", - ამბობს და ხუმრობს: „ანბოქსინგიი".

შემდეგ დალუქულ პაკეტში ჯინსის ლურჯი შარვალი დევს. პროკურორი ამბობს, ეს შარვალი აცვია ვიდეომტკიცებულებაშიო.

„მემგონი მამაჩემის შარვალი ამოიღეთ, გაშალეთ", - მიუთითებს ონისე ცხადაძე.

ადვოკატი ომარ ფურცელაძე კითხულობს, ეს ნივთები გამოყენებულია თუ არა საექსპერტო კვლევისთვის. არაო, - პასუხობს პროკურორი

14:07 21.7.2025

მერვე პატაკი: პროკურატურის თქმით რევაზ კიკნაძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული კაპიშონიანი მოსაცმელია.

[ადვოკატი აღნიშნავს, რომ პროკურატურა რევაზ კიკნაძეს ყვითელი ფერის მოსაცმელის ტარებას ედავება, ხოლო ამოღებული პატაკი ყვითელ და შავ ფერშია.]

ვახტანგ ცალუღელაშვილი ხელთათმანიან ხელს უსვამს სამოსს, რომელიც რევაზ კიკნაძის დასახელების პაკეტიდან ამოიღეს და ამბობს: ნესტიანია...

ადვოკატი: მე ვფიქრობ, რომ საღებავიანია.

14:10 21.7.2025

მეცხრე პაკეტი: პროკურატურის თქმით, ჯანო არჩაიას ქურთუკი.

[ადვოკატი აღნიშნავს, რომ გამომძიებელმა არჩაია შავი ქურთუკით ამოიცნო, ეს კი მწვანეა]

14:51 21.7.2025

მეგობრები და ოჯახის წევრები მიდიან ლუკა ჯაბუასთან და დაბადების დღეს ულოცავენ, გამოცხადდა ნახევარსაათიანი შესვენება.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG