Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

⚖ 11 დემონსტრანტის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (21/07/2025)

🔸 განახლებები ნახეთ კომენტარებში

15:07 21.7.2025

სხდომა განახლდა მოწმე, გიორგი ჩხეიძის დაკითხვით. ის გამომძიებელია.

15:18 21.7.2025

გიორგი ჩხეიძის დაკითხვა.

მოწმე ამბობს, რომ 2024 წლის 5 დეკემბერს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ბრალდებულები სერგეი კუხარჩუკი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი ძალადობრივ მოქმედებებს ახორციელებდნენ და არსებობდა ამის ამსახველი ვიდეომასალა. ის დაუკავშირდა შსს-ს სტრატკომს. ამ სამსახურის წარმომადგენელმა ანანო ბარაბაძემ მათ წარუდგინა ვიდეოები, რომელიც დაათვალიერეს.

„სტრატკომში როცა გადავედით, ანა ბარაბაძე წარმომიდგინა ფოლდერები, სადაც იყო ფაილები, იმ თარიღებიდან გამომდინარე, რომელიც ვიცოდით, რომელშიც ეს პირები იღებდნენ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას დავათვალიერეთ. ექვსი ფაილი იყო და 4-დან 5 საათამდე გაგრძელდა", - ამბობს მოწმე.

კითხვაზე, რა ინფორმაცია მიიღო ვიდეოების დათვალიერებისას, ამბობს: „გიორგი ტერიშვილი ჭიჭინაძისა და ზუბალაშვილის კვეთაზე მუქ საგანს ისროდა პოლიციელების მიმართულებით... სერგეი კუხარჩუკი რუსთაველის გამზირზე ისვრის ქვას, ქერაშვილი რუსთაველზე მერიოტის მიმართულებით ხმარობდა პიროტექნიკას, რევაზ კიკნაძე ქვებს ესროდა პოლიციელებს".

მისი თქმით დაათვალიერა სამი თარიღი: 29 ნოემბერი, პირველი და სამი დეკემბერი.

15:23 21.7.2025

პროკურორები აგრძელებენ დაკითხვას.

- ბატონო გიორგი, თქვენ ბრძანეთ, რომ მოახდინეთ პირების იდენტიფიცირება. იდენტიფიცირებისთვის პირადმა ინფორმატორმა რა ინფორმაცია გადმოგცათ?

- ზოგ შემთხვევაში, მამის სახელი ვიცოდი, ზოგ შემთხვევაში დაბადების თარიღი

- რა ხანგრძლივობის იყო ეს ვიდეობი?

- დაახლოებით ერთი საათი

- და რა მონაკვეთია გამოთხოვილი გამოძიების მიერ?

- მხოლოდ ის მონაკვეთები, სადაც ეს პიროვნებები ფიგურირებენ.

პროკურორებმა დაკითხვა დაასრულეს, აგრძელებს დაცვის მხარე.

15:26 21.7.2025

კითხვებს სვამს რევაზ კიკნაძის ადვოკატი, გუჯა ავსაჯანიშვილი:

- თქვენ რომ ვიდეობის დასათვალიერებლად მიდიოდით, იცოდით, რომ ეს მასალ ინახებოდა?

- დიახ, ჩვენი პრესსამსახური ინახავს ყველა ფაქტს

- სხვა რამეს გეკითხებით, ამ კონფიდენტმა გითხრათ, რომ პრესსამსახური ფლობდა ამ ფაქტს?

- არა, საიდან უნდა ცოდნოდა.

- მაშინ თუ გითხრათ, რომ ის რევაზ კიკნაძეს იცნობდა?

- არა

- თქვენ რამე ექსპერტის ცნობა გაგაჩნიათ ვიდეოსთან დაკავშირებით?

- არა

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG