კითხვებს სვამს სერგეი კუხარჩუკის ადვოკატი:
- თქვენი განათლება რა არის? უმაღლესი?
- იურიდიული
- თქვენ რას გულიხმობთ ჯგუფურ დანაშაულში?
[პროკურატურა აპროტესტებს კითხვას]
ადვოკატი კითხვას ოდნავ ცვლის: ჯგუფურის ნაწილში, თქვენ რა მოქმედება ჩათვალეთ, რომ იყო ჯგუფური?
[პროკურატურა აპროტესტებს]
[ადვოკატი აღნიშნავს, რომ იქიდან გამომდინარე, რომ პატაკი ამ ადამიანს აქვს დაწერილი, კითხვის დასმა ლოგიკურია]
მოწმე: კონკრეტული პიროვნებები იყვნენ მითითებული, რომლებიც…
მოსამართლე: თქვენ ეს გითხრეს და გადაიტანეთ პატაკში, ხო?
მოწმე: დიახ
აგრძელებენ სერგეი კუხარჩუკის ადვოკატები დაკითხვას:
- თქვენი სანდო წყარო აქციაზე იმყოფებოდა?
- პირადმა კონტაქტმა, რომელმაც იცოდა პიროვნებების სახელები და გვარები, მამის სახელები და დაბადების თარიღები, დიდი ალბათობით, იმყოფებოდა იქ და იცნობდა ამ ადამიანებს.
- თუ გქონდათ ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი აქციაზე იმყოფებოდა?
- არ ვიცი
- შესაბამისად, არც ის დაუნახავს ვინმე დაზიანებულა თუ არა?
- დიახ
კითხვებს სვამს ომარ ფურცელაძე:
- თქვენ ხომ ამ გამოძიების ფარგლებში მიმართეთ წყაროს?
- დიახ
- რაში დაგჭირდათ მიმართვა კონფიდენტისთვის, როდესაც ყველა პირი იყო უკვე იდენტიფიცირებული?
- არ იყვნენ იდენტიფიცირებული...
- გინდათ უფრო მაგარი რამე გითხრათ? 4 დეკემბერს რა მოხდა? გამოთხოვილი გაქვთ ვიდეოები[გულიხმობს იმ დეპარტამენტს, რომელიც იძიებს] უკვე და 5-ში ექსპერტიზაზეა გაგზავნილი.
ამ კითხვა-პასუხს დარბაზში სიცილი მოჰყვა. მოსამართლე ამბობს: „გაფრთხილებას აღარ გავაკეთებ, ეგრევე სხდომას დავხურავ".
ფორუმი