სხდომა დასრულდა. შემდეგი პროცესი ხვალ, 12:00-ზე გაიმართება.
ადვოკატი ირმა ჭკადუა იწყებს დაკითხვას:
- აგრესიული მომიტინგეები ნახეთ?
- მე არ მინახავს, ტელევიზორში ვუყურებდი
- ანუ აქ არსებულ ბიჭებზე პრეტენზია არ გაგაჩნიათ?
- მე არც არავის არ ვადებ ხელს და არც არავის ვაფარებ ხელს
- თქვენ დაზარალებული რანაირად ხართ?
[პროკურატურა აწყვეტინებს დაკითხვას და აპროტესტებს]
[მოსამართლე ითხოვს კითხვის ფორმულირების შეცვლას]
ბრალდებულის ადვოკატი, ომარ ფურცელაძე იწყებს მოწმის დაკითხვას:
- გამოდის, რომ დაზიანების ნაწილზე, ეს ყველაფერი თქვენ არ დაგითვლიათ?
- დაზიანებების ხარჯები დათვლისთვის არის დეპარტამენტები....
- თქვენ ბუღალტერი დაგიკავშირდათ?
- ბუღალტერმა დათვალა და მერე გადასცა ინფორმაცია ხელმძღვანელს, ვინც გადასცეს შსს-ს?
- თქვენ წაიკითხეთ ეს დაზიანებები?
- თვალი გადავავლე
- თქვენ ხომ არ აგღირიცხავთ, არ ჩამოგივლიათ რა დაზიანებები იყო
- არა როგორ არ მინახია
- აღრიცხეთ?
- ის დოკუმენტი რაც გადმოგცეს დაზიანებების ხარჯებზე ის გადმომცეს სხვა დეპარტამენტიდან
- ხო, ანუ თქვენ არ შეგიდგენიათ უბრალოდ თვალი გადაავლეთ
- დიახ
- ეს ავტომობილი ისე დაზიანდა, რომ არ გამოიყენებოდა?
- დაზიანდა მანქანა და გამოიყენეს თუ არა არ ვიცი
- ეს ავტომობილი თქვენ იცით, რომ 30 ში დაზიანდა
- დიახ
- თქვენ ადგილზე იყავით
- არა
- ანუ გადმოცემით გითხრეს
- კი
დარბაზში შემოდის მოწმე, დავით წოწორაშვილი, გდდ - ს თანამშრომელი. ჩვენების მთავარი აქცენტები:
ის დაახლოებით ორი წელია მუშაობს გდდ-ში. მისი თქმით, ევალება შეამოწმოს ტექნიკა არის თუ არა წესრიგში. ის აზუსტებს, რომ ტექნიკა - მერსედესის წყლის ჭავლია.
მისი თქმით, ჭიჭინაძის ქუჩაზე, 30 ნოემბერს დაზიანდა წლის წავლის მანქანის საქარე მინა, გადასხმული ქონდა საღებავი.
„საქარე მინის აღდგენა დაჯდა 1080 ლარი და დანარჩენ დაზიანებების აღდგენას 7000 ლარი”, - თქვა მოწმემ.
გაგრძელება კომენტარებში:
ფორუმი